19 მარტი. ქუთაისი
ქუთაისი 65:59 მართვე–4
18:15 13:19 15:15 19:10
ქუთაისი: ნ. მესხი (15 ქულა, 14 მოხსნა), ცაგარეიშვილი (16 ქულა, 11 მოხსნა), გრძელიძე (14), იაშვილი (13)
მართვე–4: ჩოჩია (24), ლოლიშვილი (18 ქულა, 11 მოხსნა), როგავა (8 ქულა, 8 მოხსნა)
20 მარტი. რუსთავი
რუსთავი 67:83 მართვე–3
9:16 20:21 16:23 22:23
რუსთავი: კიკვიძე (19), არაბული (16 ქულა, 16 მოხსნა)
მართვე–3: გ. მესხი (19), ფეიქრიშვილი (18), გაბისონია (16 ქულა, 11 მოხსნა)
20 მარტი. ბათუმი
ბათუმი 69:78 მართვე–1
16:18 20:13 21:24 12:23
ბათუმი: რამიშვილი (24 ქულა, 8 მოხსნა, 6 პასი, 7 ჩაჭრა), თენიეშვილი (18 ქულა, 11 მოხსნა), შავიშვილი (13 ქულა, 12 მოხსნა)
მართვე–1: გულმაგარაშვილი (29), ბ. ბურჯანაძე (25 ქულა, 23 მოხსნა), ღუდუშაური (12 ქულა, 7 მოხსნა, 6 პასი)
21 მარტი. სასოფლო
51–ე სკოლა 66:63 მართვე–3
17:16 12:15 18:10 19:22
51–ე სკოლა: ორმოცაძე (24 ქულა, 13 მოხსნა), ფხაკაძე (14), მეგენეიშვილი (13)
მართვე–3: ფეიქრიშვილი (23 ქულა, 17 მოხსნა), თევზაძე (14 ქულა), გ. მესხი (6 ქულა, 18 მოხსნა)
თ
მ
წ
ქ
მართვე–4
12
8
4
20
მართვე–3
11
8
3
19
მართვე–1
10
8
2
18
ქუთაისი
10
8
2
18
51–ე სკოლა
10
7
3
17
რუსთავი
13
3
10
16
ბათუმი
12
3
9
15
აფხაზეთი
12
0
12
12
როგორც სხვა ასაკობრივ ჩემპიონატებში, 16–წლამდელებშიც დიდი ბრძოლაა გაჩაღებული. აქ 5 გუნდი იბრძვის მეოთხედფინალში გასასვლელად და ისე ჩაიხლართა სიტუაცია, რომ პლეი ოფში გამსვლელთა რიგები ალბათ ბოლო, მე–14 ტურამდე არ შეივსება.
ამ კვირაში გამართული თამაშებიდან ყველაზე დაძაბული ორი მანდილოსნის დუელი იყო: ლიკა ქაჯაიას „51–ე სკოლა“ ხათუნა გაბედავას „მართვე–3“–ის წინააღმდეგ. ეს მატჩი იმდენად დაძაბული და თანაბარი იყო, რომ დასაწყისშივე ივარაუდა მაყურებელმა, რომ გამარჯვებულის ვინაობა ბოლო წუთებზე გაირკვეოდა.
ყველაფერი ასეც მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ თამაშის მანძილზე ორივე გუნდს არაერთხელ ჰქონდა 6–8 და მეტქულიანი უპირატესობა მოპოვებული, საბოლოოდ მაინც გათანაბრდა ანგარიში და…
ბოლოსწინა წუთზე ქაჯაიას გუნდი 3 ქულით დაწინაურდა, თუმცა მართველებმა ერთ შეტევაში 3 საჯარიმო ჩააგდეს– ეს გეგა მესხმა და არჩილ ფეიქრიშვილმა გააკეთა. 51–ე სკოლელებმა ბურთი გაათამაშეს და ოთარ ფხაკაძემ საჭირო ორქულიანით თავისიანები საფინალო სირენამდე ოციოდ წუთით ადრე დააწინაურა – 65:63. მართველების საპასუხო შეტევისას დაცვაში იყოჩაღა გიორგი ბეგაშვილმა, რომელმაც ბურთი ჩაჭრა და მასზე უმალ დაჯარიმდნენ. ბეგაშვილმა ორიდან 1 სროლა ჩააგდო, 51–ე სკოლელები 3 ქულით დააწინაურა და „მართვე–3“–ს თავის გადასარჩენად 11 წამი დაუტოვა. გადამწტვეტი სროლა გეგა მესხმა შეასრულა, მაგრამ ააცილა და ქაჯაიას შეგირდებმაც გაიხარეს.
ცხრილის მოთავეთა მატჩი კი ქუთაისში გაიმართა, სადაც ძალიან დაძაბულ ბრძოლაში მასპინძლებმა „მართვე–4“ 6 ქულით დაამარცხეს. ზურა სამხარაძის „მართვე–1“–ს კი დიდი ჯაფა დაადგა ბათუმში გასამარჯვებლად, თუმც საბოლოოდ საწადელი აისრულა და ქუთაისელებთან ერთად ჩემპიონატში ყველაზე ნაკლები (2) დამარცხება აქვს.
51–ე სკოლელთა ფარს უტევს გუგა აბდუშელიშვილი
მართველთა კალათს უტევს სანდრო მეგენეიშვილი
სანდრო მენაბდეს (#13) გუგა მესხი (#5) უფარებს