23 მარტი. სასოფლო
მართვე–4 74:65 რუსთავი
24:10 15:12 16:19 19:24
მართვე–4: ჩოჩია (27), ღვინეფაძე (12), ლოლიშვილი (11 ქულა, 12 მოხსნა, 9 პასი, 5 ჩაჭრა)
რუსთავი: კიკვიძე (20), გაგნიძე (18 ქულა, 11 მოხსნა), არაბული (10 ქულა, 18 მოხსნა)
მართვე–1 58:59 მართვე–3
17:19 17:16 12:10 12:14
მართვე–1: ბურჯანაძე (16 ქულა, 12 მოხსნა), გულმაგარაშვილი (15), გაფრინდაშვილი (9 ქულა, 12 მოხსნა, 7 პასი)
მართვე–3: ჩოჩია (27 ქულა, 16 მოსნა), მესხი (13 ქულა, 9 მოხსნა)
51–ე სკოლა 91:41 აფხაზეთი
31:9 21:17 18:4 21:11
51–ე სკოლა: ჩხრეიძე (21 ქულა. 15 მოხსნა), სვინტრაძე (16), ქაჯაია (13)
აფხაზეთი: გოლეთიანი (12), ხურაშიძე (11)
თ
მ
წ
ქ
მართვე–4
13
9
4
22
მართვე–3
12
9
3
21
მართვე–1
11
8
3
19
51–ე სკოლა
11
8
3
19
ქუთაისი
10
8
2
18
რუსთავი
14
3
11
17
ბათუმი
12
3
9
15
აფხაზეთი
13
0
13
13
რეგულარული ჩემპიონატის დასრულების მოახლოებასთან ერთად უკიდურესად გამძაფრდა პლეი ოფში გამსვლელი მოწინავე ადგილებისთვის ბრძოლა. 5 გუნდი ერთმანეთს 4 საგზურს ეცილება და ცხრილში ისეთი ჩახლართულობაა, საბოლოოდ ვინ დარჩება განზე, ეს ბოლო დღემდე ვერ გაირკვევა.
გუშინ დიდი შანსი იყო, რომ დაახლოებით ყველაფერი გარკვეულიყო, მაგრამ ხათუნა გაბედავას „მართვე–3“–მა უდაძაბულესი მატჩი ქულით მოუგო ზურაბ სამხარაძის „მართვე–1“–ს და ხომ გაუთანაბრდა, თან პლეი ოფში გასვლისთვის ხელსაყრელი პოზიცია დაიკავა. გაბედავას გუნდს, გუშინ რომ ვერ ეხეირა, მეოთხე წაგება უგროვდებოდა და ძნელად სავარაუდო იყო, რომ დარჩენილ 2 მატჩში ჩამორჩენა გაებათილებინა. ახლა კი ამ გუნდს თითქმის განაღდებული აქვს პლეი ოფში გასვლა, რაკი დარჩენილი 2 მატჩიდან ერთში ყველა წაგების მქონე „აფხაზეთს“ ხვდება და მასთან მოხვეჭილი 2 ქულა სავარაუდოდ საკმარისი უნდა იყოს ოთხეულში მოსახვედრად.
აი,სხვა გუნდებს კი დიდი ბრძოლა მოუწევთ პლეი ოფში მოსახვედრად. ზვიად დიდბარიძის „მართვე–4“ პირველ ადგილზე კია, მაგრამ ერთი შეხვედრა აქვს დარჩენილი და ისიც ჩემპიონატში ყველაზე ნაკლები (2) დამარცხების მქონე და მოქმედ ჩემპიონ „ქუთაისთან“. თუკი „ლომები“ (ასე ჰქვია მეორენაირად მართვე–4–ს) იმერლების დამარცხებას მოახერხებენ, „მართვე–1“–ს ან „51–ე სკოლას“ შეექმნებათ პრობლემები. ყველაზე კარგ ვითარებაში „ქუთაისია“, რომელსაც დარჩენილი 4 მატჩიდან სამი შინ აქვს ჩასატარებელი და როგორც პრაქტიკა აჩვენებს, ამ გუნდის მისსავე მოედანზე დამარცხება ფაქტობრივად გმირობის ტოლფასია.
ერთი სიტყვით, 16–წლამდელებს ურთულესი ბრძოლები ელით. რუსთაველებმა კი უკვე დაამთავრეს ჩემპიონატი. მათ გუშინ მე–14–ე, ანუ ბოლო შეხვედრა გამართეს და „მართვე–4“–თან დამარცხდნენ – რა თქმა უნდა, პლეი ოფში ვერ გავიდნენ და მათთვის ეს სეზონი დასრულდა.
51–ე სკოლა გამარჯვებას ზეიმობს