16-წლამდელები მე-13 ადგილისთვის იბრძოლებენ

16-წლამდელები მე-13 ადგილისთვის იბრძოლებენ

საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა საკვალიფიკაციო ჯგუფში მეორე შეხვედრაც წააგო – ამჯერად ფინეთთან და ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ გია კაზანჯიანის გაწვრთნილი გუნდი ევროპის ჩემპიონატის Bდივიზიონის ბოოლო მატჩში მე-13 ადგილისთვის იბრძოლებს.
 
უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ნაკრები ფინელებს ორიოდ კვირის წინაც ეთამაშნენ. ჰელსინკიში გამართული ორივე ამხანაგური მატჩი ფინეთმა იოლად მოიგო. ამჯერადაც იყოჩაღეს სკანდინავიელებმა. პირველი მეოთხდის შემდეგ ისინი უკვე 24:9 იგბდნენ. ამის შემდეგ კი ქართველებმა ვერაფერი მოახერხეს და საბოლოოდ 69:84 დამარცხდნენ.
 
საქართველოს ნაკრებში 10-ქულიან ზღვარს ერთბაშად ხუთმა კალათბურთელმა უწია – ბოლქვაძემ (14), ლილუაშვილმა (10), აბულაძემ (15), გამრეკლიძემა (12) და დარახველიძემ (13). ფინელებს კი გამოკვეთილი ლიდერი ჰყავდათ – ოზან ოდაბასმა 28 ქულა მიითვალა.
 
მე-13 ადგილისთვის მატჩში საქართველო შვედეთს შეხვდება. თამაში 5 აგვისტოს, თბილისის დროით 16 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.
 
ევროპის ჩემპიონატი. B დივიზიონი. შტრუმიცე. მაკედონია. 4 აგვისტო
ფინეთი 84:69 საქართველო
24-9, 16-21, 23-12, 22-27