16–წლამდელები: “ვერე” და “აკადემია” ნახევარფინალში გავიდნენ

აკადემია – მართვე    70:49
ვერე – ზაზა            79:72
გუშინ სპორტის სასახლეში 2 ნახევარფინალისტი გამოვლინდა. „აკადმეიამ“ მეოთხედფინალიდან „მართვე“ გამოაგდო, ხოლო „ვერემ“ „ზაზას“ სძლია. პირველი მატჩი ნაკლებად საინტერესო იყო, მეორეში კი ოვერტაიმი დაფიქსირდა
ეს მატჩი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. თავდაპირველად „ვერე“ იგებდა, მეორე მეოთხედში კი „ზაზამ“ იძალა და სოლიდური უპირატესობა მოიპოვა, თუმც ბოლო მეოთხედში კვლავ „ვერეს“ ჯერი დადგა.
თამაშის დასრულებამდე 3 წუთით ადრე „ვერე“ 10 ქულით იგებდნენ, თუმცა დარჩენილ დროში „ზაზამ“ მოახერხა გათანაბრება. გუგა ძიძიგურმა და თორნიკე იჩქითმა შედეგიანობა გამოიჩინეს, მისმა თანაგუნდელებმა კი დაცვაში გამოიჩინეს თავი და „ზაზამ“ თამაშის დამატებით დროში გადაყვანა მოახერხა – 68:68.
დამატებით დროში კი ვერელებმა იძალეს. მათმა ლიდერმა ვახო ჯინჯიხაძემ, რომელმაც საბოლოოდ 34 ქულა მოაგროვა, სწრაფი გარღვევებით სოლიდური უპირატესობა დაუბევა თავისიანებს და „ვერემ“ 79:72 გაიმარჯვა.
ვერელები ნახევარფინალში „ქუთაისს“ შეხვდებიან, რომელმაც პლეი ოფის პირველი რაუნდი უბრძოლველად დასძლია. ქუთაისში სათამაშოდ არ ჩავიდა „ორბი“ და იმერლებს ავტომატურად მოგება ჩაეთვალათ.
სპორტის სასახლეში გამართულ მეორე მეოთხედფინალურ მატჩში „აკადემიამ“ შანსი არ დაუტოვა „მართვეს“ და 21 ქულის სხვაობით – 70:49 მოუგო. გამარჯვებულთაგან თავი ლერი კვანტალიანმა გამოიჩინა, რომელმაც 17 ქულა და 14 მოხსნა მიითვალა. ნახევარფინალურ სერიაში, სადაც გამარჯვება 2 მოგებამდე იქნება, „აკადემია“ „ბათუმსა“ და „რუსთავს“ შორის გამარჯვებულს შეხვდება.
მეოთხედფინალში წაგებულები V-VIII ადგილებისთვის ბრძოლას განაგრძობენ.

“ვერე” გამარჯვებას ზეიმობს