ნიკეა – საბურთალო 52:46
თსსუ – რუსთავი 1 49:72
დინამო – ზაზა 31:73
„დინამოს“ ბაზაზე გამართული 3 მატჩიდან საინტერესო ბრძოლა „ნიკეასა“ და „საბურთალოს“ შორის ვიხილეთ. შეხვედრის ბედი ბოლო მეოთხედში გია ტეტელაშვილის „ნიკეას“ სასარგებლოდ გადაწყდა. „ზაზამ“ იოლად დაამარცხა „დინამო“, ხოლო „რუსთავმა“ თსსუ–ს სძლია.
„ნიკეამ“ საწყისი მეოთხედი 16:10 მოიგო, თუმცა ალექსანდრე ფერიაშვილის გაწვრთნილმა საბურთალოელებმა მოინდომეს და მომდევნო ათწუთეულები შესაბამისად 7 და 2 ქულით მოიგეს, რას ირაკლი ჩიტიძისა და გურამ ბრეგვაძის დამსახურება იყო. ასევე კარგად ირჯებოდა სოლომონ ბაღაშვილი, რომელმაც საბოლოოდ 18 მოხსნა მიითვალა.
„საბურთალო“ გადამწყვეტი მეოთხედის წინ 3 ქულით იგებდა და ახლოს იყო სეზონის პირველ გამარჯვებასთან, მაგრამ მეტოქემ არ დაანება. საბურთალოელებმა შეცდომებს უხშირეს, „ნიკეას“ ვოვა ბულიგინი გამოადგა, რომელსაც მხარი მირზაშვილმა და გაგნიძემაც აუბეს და საბოლოოდ ტეტელაშვილის გუნდმა 52:46 მოიგო.
რუსთაველებმა 72:29 დაამარცხეს სამედიცინო უნივერსიტეტის გუნდი, რაც ლოგიკური შედეგი გახლდათ. ხოლო „ზაზამ“ თბილისის „დინამოს“ არ დაუტოვა შანსი და 73:31 დაამარცხა. ძალიან კარგად ითამაშა „ზაზას“ ცენტრალურმა თავდამსხმელმა აჩიკო პულუზაშვილმა, რომელმაც 24 ქულა, 17 მოხსნა და 5 დაფარება მიითვალა.