16-წლამდელთა “ბ” ლიგის ფინალში “ორბმა” აჭარის ნაკრები გაამარცხა

16-წლამდელთა “ბ” ლიგის ფინალში “ორბმა” აჭარის ნაკრები გაამარცხა

„ბ“ ლიგის 16-წლამდელთა ჩემპიონატში გამარჯვებული გამოვლინდა. აღნიშნული ტურნირი თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირმა საქართველოს ეროვნული ფედერაციის დახმარებით ჩაატარა. ფინალურ მატჩში ერთმანეთს „ორბი“ და აჭარის ნაკრები შეხვდნენ. ამ გუნდებმა როგორც ჯგუფურ ეტაპზე, ისე პლეი ოფში დაამტკიცეს, რომ ფინალში თამაშს იმსახურებდნენ და სატიტულო მატჩში ერთმანეთს თბილისის სპორტის ახალ სასახლეში დაუპირისპირდნენ.
მატჩი ზვიად დიდბარიძისა და ნინო ყიფშიძის გაწვრთნილი „ორბის“ უპირატესობით წარიმართა. თბილისური გუნდი თავიდანვე დაეპატრონა უპირატესობას და თამაშის ბოლომდე მეტოქე ახლოს არ გაუკარებია. მიუხედავად ჩამორჩენისა, ბათუმელები შანსს ბოლომდე ინარჩუნებდნენ, მაგრამ დასკვნით წუთებში ვითარების შეცვლა ვერ მოახერხეს და 8 ქულით – 35:43 დამარცხდნენ.
გამარჯვებულებს გიორგი ბიჭიაშვილმა და ნიკა გურგენიძემ ულიდერეს, რომლებიც ორივე გუნდის შემადგენლობაში გამოირჩეოდნენ და „ორბის“ გამარჯვებაში ლომის წილი დაიდეს. აჭარელთაგან კეშელავა და გოლეთიანი გამორჩეოდნენ, თუმცა მათმა მოწადინებამ ზღვისპირელებს ვერ უშველათ.

ფინალამდე გაიმართა მატჩი მესამე ადგილისთვის, რომელშიც „ქუთაისმა“ 35:43 სძლია „მარტე 2“-ს და ბრინჯაოს მედლებს დაეპატრონა. აღნიშნული მატჩების შემდეგ გაიმართა დაჯილდოების ცერემონიალი. პრიზიორები და გამარჯვებულები თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირის გამგეობის წევრებმა – ვლადიმერ ძიძიგურმა და ზაზა ღონღაძემ და აჭარის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა გოდერძი კორძაძემ დააჯილდოვეს. სიგელ-მედლების დარიგების შემდეგ „ორბის“ კაპიტანს გიორგი ბიჭიაშვილს საჩემპიონო თასი საქართველოს კალათბურთის ფედერაციის საშეჯიბრო დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ალეკო პეტრიაშვილმა გადასცა.
 
B ლიგა. 16 წლამდელები. მე-3 ადგილისთვის მართვე 2 – ქუთაისი  35:43 მართვე 2: წიკლაური (16), ლობჟანიძე (8) ქუთაისი: კინწურაშვილი (18), ჟღენტი (7)
ფინალი აჭარის ნაკრები – ორბი  63:75 13:19, 10:15, 18:23, 22:18 აჭარის ნაკრები: კეშელავა, (13) გოლეთიანი (11) ორბი: ბიჭიაშვილი (18), გურგენიძე (16), რურუა (11)