16–წლამდელთა ჩემპიონატი: ლიდერებმა პოზიციები გაიმყარეს

16–წლამდელთა ჩემპიონატი: ლიდერებმა პოზიციები გაიმყარეს

აკადემია – რუსთავი         104:76
მართვე – ქუთაისი             50:74
ვერე – ვარსკვლავები        69:60
ზაზა – აკადემია 2              96:57
 
აგრარული უნივერსიტეტის დარბაზში 2 ჯგუფის 4 მატჩი გაიმართა და ყველა მათგანი ლოგიკური შედეგებით დასრულდა. ცხრილში დაწინაურებულმა გუნდებმა შედარებით დაბლა მყოფი კლუბები იოლად დაამარცხეს.
დავიწყოთ ჩემპიონატის ერთადერთი დაუმარცხებელი გუნდით, „აკადემიით“. გია კაზანჯიანის გაწვრთნილმა 16–წლამდელებმა „რუსთავს“ 104:76 მოუგეს, რაშიც დიდი წვლილი შეიტანა წინა მატჩშ სამმაგი დუბლის მიმთვლელმა ბექა ნადირაძემ. ამჯერად მან 27 ქულა და 16 მხსნა, რასაც ლერი კვანტალიანმა 20 ქულა მოაყოლა და აკადემიელებმაც მორიგი გამარჯვებით პირველ ჯგუფში ლიდერობა გაიმყარეს.
მეორე ჯგუფის ლიდერმა „ქუთაისმა“ კი „მართვეს“ მოუგო. იმერლებმა პირველი ტაიმი 14 ქულით მოიგეს, თუმცა მესამე მეოთხედში მართველებმა ჩამორჩენა 8 ქულამდე შეამცირეს და საინტერესო ფინალსაც ველოდით, მაგრამ… ქუთაისელებმა გადამწყვეტი ათწუთეული 23:7 მოიგეს და საბოლოოდ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს. ქუთათურთაგან ქულების მხრივ ლევან გრძელიძე (23 ქულა) და თემურ ფხაკაძე (22) გამოირჩნენ, ხოლო ფარზე გიორგი ცირეკიძემ იმუშავა კარგად, რომელმაც 24 მოხსნას მოუყარა თვი. მან 10 ქულაც მიითვანა და  საბოლოოდ თამაში ორმაგი დუბლით დაასრულა.
ანგარიშს თუ შევხედავთ, „ვერე“–„ვარსკვლავების“ დაპირისპირება ყველაზე დაძაბული ჩანს, თუმცა არც მთლად ასე იყო საქმე. ვერელებმა საწყის 3 მეოთხედში 29–ქულიან უპირატესობას მოუყარეს თავი და ბოლო პერიოდში თავს დასვენების საშუალება მისცეს. მოედანზე მეორე შემადგენლობა გამოვიდა და ბოლო მეოთხედიც „ვარსკვლავებმა“ 23:3 მოიგო, თუმცა ამით მხოლოდ სხვაობა შეამცირა.
ბოლო მატჩშიც არ ყოფილა ბრძოლა. ზურაბ სამხარაძის გუნდმა „ზაზამ“ დაამარცხა „აკადემიის“ მეორე გუნდი. პირველი ტაიმის შემდეგ თითქმის ყველაფერი ნათელი იყო – „ზაზა“ 38:17 იგებდა და ძნელი სავარაუდო იყო, რომ აკადემიელები საბოლოოდ წარმატებას მიაღწევდნენ. ასე არც მოხდა და ფავორიტმა საბოლოოდ დამაჯერებელი გამარჯვებაც მოიპოვა.