16-წლამდელთა უიღბლობა გრძელდება. გია კაზანჯიანის გაწვრთნილმა გუნდმა ჩეხეთთან 1 ქულით დამარცხების შემდეგ დღეს უნგრეთთან 59:63 წააგო. არადა, ქართველები თამაშის დასრულებამდე 5 წუთით ადრე 59:54 იგებდნენ და დარჩენილ დროში ბურთი ვეღარ ჩააგდეს.
ქართველები უფრო დამაჯერებლადაც იგებდნენ. მესამე მეოთხედის დასრულებამდე 2:45 წუთით ადრე, ლევან გოგოალაძის სამქულიანის შემდეგ საქართველო 52:40 დაწინაურდა და გამარჯვებამდე სულ ცოტა აკლდა, მაგრამ…
უნგრელებმა მესამე პერიოდის ბოლომდე ჩამორჩენა 6 ქულამდე შეამცირეს, ხოლო მატჩის უკანასკნელ 5 წუთში ქართველებს 9 ქულით აჯობეს და გამარჯვებასაც დაეპატრონნენ. ქართველებმა ყველაზე საპასუხისმგებლო ეპიზოდში ხასიათის სიმტკიცე ვერ გამოავლინეს და ტურნირზე მეორე მარცხი იწვნიეს.
საქართველოს ნაკრებში 21 ქულით საუკეთესო შედეგი დავით ლომიძემ აჩვენა, გიორგი ცირეკიზის ანგარიშზე კი 10 ქულადაგროვდა. 15 ბურთი მოხსნა, მაგრამ სროლა არ წაუვიდა და მხოლოდ 3 ქულას დასჯერდა ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი ვილი ისიანი. გუშინდელი მატჩის საუკეთესო მოთამაშე ლევან გოგალაძემ კი შეხვედრა 9 ქულით და 8 მოხსნით დაასრულა.
ჩვენს ჯგუფში ჩეხეთმა 86:49 გაანადგურა ავსტრია. ბელარუსი და ლუქსემბურგი კი დღეს მოგვიანებით ითამაშებენ. საქართველოს ნაკრები ხვალ ლუქსემბურგს ეთამაშება თბილისის დროით 22:00 საათზე
ევროპის ჩემპიონატი. B დივიზიონი. ბოსნია. სარაევო. 9 აგვისტო
უნგრეთი 63:59 საქართველო
19:21, 12:19, 15:12, 17:7
სრული სტატისტიკა: 63:59
1.
ჩეხეთი
2
2/0
138/100
4
2.
უნგრეთი
2
2/0
154/113
4
3.
ავსტრია
2
1/1
115/137
3
4.
ლუქსემბურგი
2
1/1
121/152
3
5.
საქართველო
2
0/2
110/115
2
6.
ბელარუსი
2
0/2
112/133
2