16–წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მიემგზავრება

ამაღამ საქართველოს 16–წლამდელთა ნაკრები ესტონეთში მიემგზავრება, სადაც 5–დან 15 აგვისტომდე ევროპის ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას. ქართველები კონტინენტის საუკეთესოთა შორის მოსახვედრად ვერ იბრძოლებენ, რადგან გია კაზანჯიანის დამოძღვრილი ნაკრები B დივიზიონში ასპარეზობს და მაქსიმუმი, რაც წლეულს შეუძლია მიაღწიოს, ელიტაში ანაცვლებაა.
 
ჩვენი 16–წლამდელთა ნაკრები საკმაოდ კარგადაა მომზადებული ამ ტურნირისთვის. კაზანჯიანის გუნდმა სამწვრთნელო შეკრებები გაიარა და საკონტროლო მატჩები გამართა თურქეთში, უკრაინასა და ესტონეთში. ამ   მოსამზაებელი მატჩების უმრავლესობა ქართველებმა მოიგეს.
 
თუკი დანარჩენ ასაკობრივ ნაკრებებს სიმაღლის პრობლემები აწუხებს, 16–წლამდელებს ეს საკითხი მოგვარებული აქვთ. გუნდში ირიცხება 5 ორ მეტრს აცილებული მოთამაშე, რომლებსაც შეუძლიათ როგორც ცენტრის, ასევე მძიმე ფორვარდის პოზიციაზე თამაში. ესენი არიან ბექა ნადირაძე, ლერი კვანტალიანი, თემურ ფხაკაძე, ბექა ბურჯანაძე და გიორგი ცირეკიძე.
 
საქართველოს ნაკრები C ჯგუფში ამ გუნდებთან მოხვდა: ბელგია, სლოვენია, რუმინეთი და ლუქსემბურგი. გათამაშების ფორმატის თანახმად, ჯგუფიდან 2 საუკეთესო გუნდი გადის, რომლებიც მეორე ჯგუფურ ეტაპზე გადაინაცვლებენ, სადაც 4–დან 2 საუკეთესო გავა ნახევარფინალში.
 
ჩვენი ნაკრების ჯგუფური კალენდარი ასე გამოიყურება:
 
5 აგვისტო
საქართველო – რუმინეთი           21:30
6 აგვისტო
საქართველო – ბელგია                 21:15
7 აგვისტო
საქართველო – სლოვენია            19:00
9 აგვისტო
საქართველო – ლუქსემბურგი    14:30
 
მითითებულია თბილისის დრო
 

 სახელი, გვარი

 სიმაღლე

 გუნდი
ნიკა რამიშვილი

182

ბათუმი
ირაკლი მიქელაძე

182

ბათუმი
რობერტ გოგბაიძე

188

აკადემია
შოთა გოლეთიანი

191

მართვე
დავით ხეთაგური

194

აკადემია
ლევან ლოლიშვილი

198

ორბი
ლევან გრძელიძე

186

ქუთაისი
ბექა ბურჯანაძე

202

კახასოლი, ესპანეთი
თემურ ფხაკაძე

202

ქუთაისი
გიორგი ცირეკიძე

202

ქუთაისი
ბექა ნადირაძე

202

აკადემია
ლერი კვანტალიანი

202

აკადემია
გია კაზანჯიანი

მთავარი მწვრთნელი
არჩილ ჟღენტი

ასისტენტი
გელა წულაძე

გუნდის მენეჯერი
დავით ნადირაძე

ექიმი