16–წლამდელთა ნაკრებმა ესტონეთში მასპინძები დაამარცხა

16. წლამდელები. ამხანაგური მატჩი. ტალინი. 24 ივლისი
ესტონეთი 61:66 საქართველო
 
ამხანაგური მატჩების სათამაშოდ უკრაინიდან ესტონეთში გადასულმა საქართველოს 16–წლამდელთა ნაკრებმა გუშინ მასპინძელ თანატოლებს 66:61 მოუგო. გია კაზანჯიანის გუნდს მთელი მატჩის განმავლობაში უფევდა მეტოქის მოძალების შეჩერება, თანაბარ და დაცვაზე ორიენტირებულ თამაშში გამარჯვებული ბოლო წუთებზე გამოვლინდა. ქართველებმა მოახერხეს ესტონელების შეტევების შეჩერება და საბოლოოდ 5 ქულის სხვაობით იმარჯვეს