საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში ასპარეზობა მე-7 ადგილზე დაასრულა. გია კაზანჯიანის გუნდმა მე-7 ადგილისთვის მატჩში მაკედონია გაანადგურა – 86:64.
საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე მთლიანობაში 9 მატჩი გამართაა, საიდანაც 4 მოიგო. ტურნირის ბოლო მატჩში ქართველებმა ყველაზე იოლად იმარჯვეს, არადა, კაზანჯიანის გუნდის მეტოქე საკმაოდ ძლიერი მაკედონია იყო, რომელმაც პირველ ჯგუფში ესტონეთი, პორტუგალია და ბულგარეთი ჩატოვა.
მაკედონიასთან მატჩი მშვენივრად ჩაატარა დავით ლომიძემ, რომელიც 17 ქულით გიორგი ცირეკიძესთან ერთად ბომბარდირი გახდა. 12 ქულა და 14 მოხსნა დააგროვა ვილი ისიანმა, რომელიც ტურნირზე მეორე მომხსნელი გახდა შვეიცარიელი ენტონი პოლის შემდეგ.
ამით ქართველებმა ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა დაასრულეს. აღსანიშნავია, რომ 16-წლამდელებმა ქართულ ასაკობრივნაკრებებს შორის საუკეთესო შედეგი აჩვენეს.
ევროპის ჩემპიონატი. B დივიზიონი. მე-7 ადგილისთვის. ბოსნია. სარაევო. 18 აგვისტო
საქართველო 86:64 მაკედონია
22-9, 17-22, 29-14, 18-19
სრული სტატისტიკა: 86:64