საქართველოს 16–წლამდელთა ნაკრები ქუთაისს ესტუმრა და იქაურ გუნდთან 14 ქულით დამარცხდა. ზვიად ცირეკიძის გუნდმა თავიდანვე მოიპოვა უპირატესობა, რომელიც თამაშის ბოლომდე შეინარჩუნა.
ქუთაისის ეს გუნდი გასული სეზონის 16–წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია, თუმცა ძირითად ბირთვს ასაკი მოემატა და 18–წლამდელებში აინაცვლეს. ზვიად ცირეკიძის გუნდმა ახალ ასაკობრივ ჩემპიონატში პირველი გამარჯვება მოიპოვა – ტურნირში უკონკურსოდ მონაწილე 16–წლამდელთა ნაკრები დაამარცხა.
შეხვედრას ქუთაისის სპორტსკოლამ უმასპინძლა, სადაც ამ გუნდს, რაც საქართველოს ასაკობრივ ჩემპიონატებში გამოდის, მარცხი არ ახსოვს. ეს შეხვედრაც არ გამოდგა გამონაკლისი. მასპინძლებმა პირველი მეოთხედი 22:13 მოოგეს, რხოლო დიდი შესვენებისთვის უპირატესობა 13 ქულამდე გაზარდეს.ქუთაისელებში გამოირჩეოდა ლევან გრძელიძე, რომელმაც საბოლოოდ 23 ქულა დააგროვა, ხოლო 15–15 ჰქონდათ ვახტანგ ცაგარეიშვილსა და ნოდარ მესხს.რაც შეეხებათ ნაკრების მოთამაშეებს,10–ქულიანი ბარიერი ლევან ლოლიშვილმა და ვალერი კვანტალიანმა დაძლიეს. პირველმა 20 ქულას მოუყარა თავი, ხოლო კვანტალიანმა 16 შეაგროვა.ქუთაისელებს დიდი უპირატესობა ჰქონდათ ფარზე, მათ 13–ით მეტჯერ მოხსნეს ფარიდან ასხლეტილი ბურთი, რიტაც არჩილ ჟღენტის გაწვრთნილ ნაკრებს წარმატების შანსი არ მისცეს.
მატჩის სრული სტატისტიკა: http://u-18.ge/results.php?gameid=96