16–წლამდელთა ნაკრებს მეტოქეებად ჰოლანდია და უნგრეთი ერგო

ესტონეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე D ჯგუფში დასრუდა თამაშები  და გაირკვა საქართველოს 16–წლამდელთა ნაკრების მომავალი მეტოქეები. მაშ ასე, გია კაზანჯიანის გუნდის მოწინააღმდეგები მეორე ჯგუფურ ეტაპზე იქნებიან ჰოლანდიისა და უნგრეთის ნაკრებები. ამათ გარდა, ჩვენს ჯგუფში იქნება სლოვენიის ნაკრებიც, მაგრამ მას საქართველო არ შეხვდება – კაზანჯიანის გუნდს სლოვენიელებთან პირველ ჯგუფურ ეტაპზე მოგებული მატჩის შედეგად მიღებული ქულა ახალ ჯგუფში გადაჰყვებათ.
 
ქულა მოჰყვება მეორე ეტაპზე ჰოლანდიასაც, რომელმაც ჯგუფში უნგრეთი დაამარცხა.
 
ჩვენი ახალი ჯგუფი ასე გამოიყურება:
 
1.         ჰოლანდია                1          1/0       62/44   2
2.         საქართველო           1          1/0       70/69   2
3.         სლოვენია                 1          0/1       69/70   1
4.         უნგრეთი                  1          0/1       44/62   1
 
საქართველოს ნაკრების კალენდარი:
 11 აგვისტო
საქართველო –  უნგრეთი              21:15
12 აგვისტო
საქართველო – ჰოლანდია             19:00