საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა დასანანი მარცხით დაიწყო ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში ასპარეზობა. გია კაზანჯიანის გუნდი ტურნირის პირველ მატჩში საკმაოდ ძლიერ ჩეხეთის ნაკრებს შეხვდა და თამაშის დასრულებამდე 11 წამით ადრე 51:50 იგებდა, თუმცა ბოლო წამებზე აღარ გაუმართლა და 1 ქულით – 51:52 დამარცხდა.
მთლიანობაში პირველი ტაიმი თამაბარი იყო, თუმცა მესამე მეოთხედში ჩეხებმა უპირატესობა მოიპოვეს და იყო პერიოდი, როცა 14 ქულით (42:38 იგებდნენ). ქართველებმა პერიოდი ჩაამთავრეს და ბოლო მეოთხედს 10-ქულიანი დეფიციტით შეხვდნენ – მთავარი მოვლებენიც ბოლოს განვითარდა.
გადამწყვეტი პერიოდი ლევან გოგოალაძის აქტიურობით დაიწყო და მატჩის გმირობამდეც ცოტა დააკლდა ამ კალათბურთელს. ლევანმა ბოლო პერიოდში 13 ქულა ჩააგდო, ხოლო ბოლო 2, საჯარიმოებით, მან თამაშის დასრულებამდე 11 წამით ადრე მიითვალა და ქართველები 1 ქულით დააწინაურა. გოგალაძემ ბოლო პერიოდში 3 სამქულიანი ააცილა, თუმცა მწვთნელი მას ბოლომდე ენდო და ლევანს თავი არ შეურცხვენია.
1 ქულით ჩამორჩენილმა ჩეხებმა ბოლო შეტევასი ბურთი ბოლომდე არ გაათამაშეს, არამედ საფინალო სირენამდე 8 წამით ადრე სამქულიანი ესროლეს, რომელიც ააცილეს. ფარიდან ასხლეტილი ბურთი სიმონ პურსილმა მოხსნა და დასრულებამდე 3 წამით ადრე ფარქვეშიდან გამარჯვების ორქულიანი ჩააგდო. ქართველებმა ჩეხებს მთლიანობაში 9 მოხსნით აჯობეს, თუმცა ყველაზე საჭირო ფარიდან ასხლეტილი ბურთი სწორედ სლავებმა მოიხელთეს და ამის გამო გაიმარჯვეს.
საქართველოს ნაკრებში 2 კალათბურთელი გამოირჩეოდა. ლევან გოგოლაძემ 24 ქულა მოაგროვა, ხოლო ვილი ისიანმა – 10 ქულა და 16 მოხსნა. კარგად გაისარჯა ქუთაისელი ვალერი ცქიფურიშვილიც, რომელიც ქართველებს 8 ქულითა და 7 მოხსნით შეეწია.
ჩვენს ჯგუფსი ავსტრიამ ბელარუსს 66;51 მოუგო, ხოლო დღეს, მოგვიანებით, D ჯგუფის კიდევ 2 გუნდი – ლუქსემბურგი და უნგრეთი ითამაშებენ. ხვალ საქართველოს ნაკრები უნგრეთს შეხვდება. მატჩი ჩვენი დროით 18:15 საათზე დაიწყება.
მატჩის შემდეგ სარაევოში სევეხმიანეთ და კომენტარი ვთხოვეთ მთავარ მწვრთნელ გია კაზანჯიანს:
„მოგებული თამაში წავაგეთ. ყველაფერი ერთმა მოხსნამ გადაწყვიტა. ძალიან გულდასაწყვეტია, 14 ქულას რომ გააბათილებ, დაწინაურდები, მეტოქე ბოლო შეტევაშია და ერთი მოხსნის გამო დამარცხდები. წაგება წაგებად და მე უფრო იმის მეშინია, ეს მომენტი ჩვენს ბიჭებზე ფსიქოლოგიური წნეხის ტოლფასი არ აღმოჩნდეს და მომავალ მატჩებზეც არ იქონიოს გავლენა. მთავარი ეხლა ისაა, რომ ბიჭებმა ეს დასანანი მარცხი დაივიწყონ და მომავალ მატჩებს მობილიზებულები შეხვდნენ. ვუყურეთ ჩვენი ჯგუფის პირველ მატჩს და ვიტყვი, რომ ჩეხეთი ავსტრიაზეც ძლიერია და ბელარუსზეც. ჩემი აზრით, ჩეხეთი ჯგუფში პირველობისთვის იბრძოლებს. ვნახოთ, რა იქნება, ვფიქრობ, ჯერ არაფერია დაკარგული. რაც შეეხება ბოლო ეპიზოდს, ჩეხებმა სამქულიანი იმ იმედით ისროლეს, რომ თუ ააცილებდნენ, მოხსნის და დამატების დრო დარჩენოდათ. სამწუხაროდ, ყველაფერი სწორედ ასე მოხდა. გამოგვეპარა ჩეხების ყველაზე ძლიერი მოთამაშე, ესპანური „კახა ლაბორალის“ წევრი სიმონ პურსილი, რომელმაც წარმატებით დაამატა და თავისიანებს მოაგებინა. აღსანიშნავია, რომ მეტოქეს ბედმაც გაუღიმა, როცა აცილებული სამიანი სწორედ იქით წავიდა, საითკენაც ტანმაღალი ჩეხი იდგა“.
ევროპის ჩემპიონატი. B დივიზიონი. ბოსნია. სარაევო. 8 აგვისტო
საქართველო 51:52 ჩეხეთი
12:15, 7:8, 13:19, 19:10
სრული სტატისტიკა: 51:52