გასული ხუთშაბათიდან შაბათის ჩათვლით ტრადიციულად მორიგი ტურის მატჩები გაიმართა საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივ ჩემპიონატებში – კერძოდ, თვრამეტსა და ოცწლამდელებში. თუკი 1991–92 წელში დაბადებულებმა ტური სრულად მოილიეს, 20–წლამდელებში მხოლოდ ერთი მატჩი გაიმართა – ისიც ქუთაისში.
18–წლამდელთა ჩემპიონატი
6 ნოემბერი. აკადემიის დარბაზი
ნაკრები–93 68:77 მართვე–1
ნაკრები–93: ფხაკაძე (14), ფეიქრიშვილი (14), გულმაგარაშვილი (11)
მართვე–1: ტეტელაშვილი (21), ჭოხონელიძე (16), ძიძიაშვილი (13)
8 ნოემბერი. აკადემიის დარბაზი
ენერჯი–ინვესტი 46:56 აკადემია
ენერჯი: გურაბანიძე (13), მაღრაძე (11)
აკადემია: ბოქოლიშვილი (23), ჯავახიშვილი (11 ქულა, 11 მოხსნა)
მართვე–2 78:83 რუსთავი
მართვე–2: ჭიჭვეიშვილი (25), გლოველი (21), ლომაური (4 ქულა, 12 მოხსნა)
რუსთავი: დვალიშვილი (35 ქულა, 24 მოხსნა), არაბული (12), გურული (12)
8 ნოემბერი. ქუთაისი
ქუთაისი 82:68 სამედიცინო
ქუთაისი: ტუკვაძე (23), ბერბერაძე (18), ქორიძე (17 ქულა, 12 მოხსნა)
სამედიცინო: ლეჟავა (19), ჩქარეული (16), ბექაური (16 ქულა, 10 მოხსნა)
ჭაბუკთა ჩემპიონატს ძირითადად აკადემიის დარბაზი მასპინძლობს, სადაც გასულ შაბათს 2 მატჩი გაიმართა. „ენერჯი–ინვესტმა“, რომელიც ამავე სახელწოდების სუპერლიგის რუსთავული კლუბისგან განსხვავებით, თბილისური გუნდია, „აკადემიასთან“ დათმო შეხვედრა. აკადემიელებს ულიდერა მერაბ ბოქოლიშვილმა, რომელიც 20–წლამდელებშიც თამაშობს და თან სუპერლიგური სასოფლო–სამეურნეო უნივერსიტეტის გუნდის წევრიცაა.
ნაკრები – მართვე–1
ნაკრები – მართვე–1
მეორე მატჩში რუსთაველებმა დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხეს მართვე–2 და ამ შეხვედრაში გამოსარჩევია აკაკი დვალიშვილის ჩინებული გარჯა, ვინაც 35 ქულასთან ერთად 24 მოხსნა მიითვალა.
მეორე ტურის პირველი შეხვედრა კი ხუთშაბათს გაიმართა. ჩემპიონატში კონკურსგარეშე მოთამაშე 1993–წლიანთა ნაკრები მართვე–1–თან დამარცხდა.
ტურის ბოლო მატჩს ქუთაისმა უმასპინძლა, სადაც „სამედიცინო“ ჩავიდა და თავიდან მასპინძლებს სჯაბნიდა კიდეც. მეორე ტაიმიდან ქუთაისელებმა მიზანი გაისწორეს და როცა ფარზეც გამაგრდნენ, „სამედიცინო“ წასაგებად გაიწირა.
ქუთაისის სპორტსკოლის დარბაზი: “ქუთაისი” – “სამედიცინო”
ქუთაისი” – “სამედიცინო”
ქუთაისი” – “სამედიცინო”
20-წლამდელთა ჩემპიონატი
7 ნოემბერი. ქუთაისი
ქუთაისი 71:84 აკადემია
8:28 16:17 26:19 21:20
ქუთაისი: კანდელაკი (20), ქორიძე (18)
აკადემია: ბოქოლიშვილი (17), ჯავახიშვილი (15), საღინაძე (12)
ამ შეხვედრას კოხტა და გაბრწყინებულმა ქუთაისის სპორტის სასახლემ უმასპინძლა. ეს ისეთი კარგი დარბაზია, საცოდაობაა, ქალაქს ამგვარი არენა ჰქონდეს და საკალათბურთო გუნდი არ ჰყავდეს. ამას იმიტომ ვამბობთ, რომ ქუთაისელება სულ ბოლო მომენტში გადაწყვიტეს საქართველოს 20–წლამდელთა ჩემპიონატში თამაში, ხოლო დიდების გუნდი ამ ქალაქში კარგა ხანია, აღარ ჰყოლიათ.
ასეა თუ ისე, ქუთაისში სტუმრობა და თამაში ერთი სიამოვნებაა ნებისმიერი გუნდისთვის. ქალაქის შესასვლელშივე მდებარე სპორტის სასახლეში ერთობ მყუდრო და კეთილმოწყობილი გარემოა, თუმცა მხოლოდ არენის ქონა რომ წარმატებისთვის არ კმარა, ქუთაისელების “აკადემიასთან” მატჩმაც გამოაჩინა.
მერაბ სვანიძის გაწვრთნილი ქუთათურები თავიდანვე დიდი სხვაობით ჩამორჩნენ. მასპინძლები ერთხანს 25 ქულითაც კი აგებდნენ, თუმცა მეორე ტაიმში მოიწადინეს და სხვაობის 10 ქულამდე შემცირებაც შესძლეს, მაგრამ მატჩის შემოსატრიალებლად არც დრო ეყოთ და არც ძალა.
ქუთაისის სპორტის სასახლე. “ქუთაისი” – “აკადემია”
“ქუთაისი” – “აკადემია”
“ქუთაისი” – “აკადემია”