27 მარტი. რუსთავი
რუსთავი 81:72 მართვე–1
22:17 21:9 16:29 22:17
რუსთავი: დვალიშვილი (45 ქულა, 24 მოხსნა), მაისურაძე (11)
მართვე–1: ტეტელაშვილი (22), ჭოხონელიძე (21), ძიძიშვილი (16)
აკადემია
15
11
4
26
რუსთავი
14
8
6
22
დინამო
12
9
3
21
მართვე 1
14
7
7
21
ენერჯი
12
8
4
20
1 ექს. სკოლა
13
7
6
20
მართვე 2
14
6
8
20
ქუთაისი
14
3
11
17
ნაკრები 93
12
1
11
13
ყოფნა არყოფნის მატჩი გაიმართა გუშინ რუსთავში, რომელში დამარცხებულიც ფაქტობრივად ეთიშებოდა ოთხეულში მოხვედრისთვის ბრძოლას. „რუსთავს“ და „მართვე–1“–ს თამაშების რაოდენობაც თანაბარი ჰქონდათ და ქულებისაც და ამატ შორის გამარჯვებულს უნდა გამოერკვია, ვინ გააგრძელებდა პლეი ოფისთვის ბრძოლას.
თამაშმა ძალიან დაძაბულად და ემოციურად ჩაიარა. არც ერთ გუნდს არ უნდოდა დათმობა და ბოლო მეოთხედამდე გაურკვევლობა იყო, თუმცა ბოლოს მაინც მასპინძლებმა იმარჯვეს, რაშიც ლომის წილი აკაკი დვალიშვილს მიუძღვის.
ამ დაპირისპირებამდე რუსთავის დარბაზში სუპერლიგის მატჩი გაიმართა „ენერჯი–ინვესტსა“ და „ბათუმს“ შორის, რომელშიც მასპინძლებმა ძირითადად ახალგაზრდების ქებული თამაშის წყალობით იმარჯვეს, თუმცა მოედანზე მხოლოდ 12 წუთით ვიხილეთ აკაკი დვალიშვილი.
ცხადია, რომ დვალიშვილი იმიტომ არ დატვირთეს “ბათუმთან”, რომ 18–წლამდელთა ჩემპიონატის მატჩში გაცილებით პრინციპული მატჩი ელოდა. მანაც მთელი სული და გული ჩააქსოვა რუსთაველთათვის ამ მნიშვნელოვან მატჩში, მართველებს 45 ქულა ჩაუგდო, 24–ჯერ მოუხსნა ბურთი და თავისიანებს, რომ იტყვიან, მარტომ გაამარჯვებინა.
მთელი მატჩის განმავლობაში ცდილობდნენ მართველები დვალიშვილის შეჩერებას, მაგრამ ეს რომ არ გამოუვიდათ, აკაკის პირადი სტატისტიკიდანაც ჩანს.
რუსთველებს 2 მატჩი დარჩათ გასამართი, საიდანაც ერთს – 1993–წლამდელთა ნაკრებთან ალბათ მოიგებენ და პლეი ოფშიც გავლენ. თუმცა არც 1 ექსპერიმენტალურ სკოლასთან შეხვედრაში აქვთ ცუდი შანსები. „მართვე–1“–მა კი უკვე დაასრულა პლეი ოფზე ფიქრი. სასწაული უნდა მოხდეს, რომ გია ტეტელაშვილის გუნდმა ოთხეულში მოიპოვოს ადგილი.
რუსთავი – მართვე–1
რუსთავი – მართვე–1
რუსთავი – მართვე–1. ბურთითაა ფარნაოზ გურული