18–წლამდელები: “ენერჯი” პირველობას მიუახლოვდა

8 აპრილი. აკადემია
აკადემია 71:76 ენერჯი
19:18 16:18 22:25 14:15
აკადემია: ელიაძე (19), ბოქოლიშვილი (16), ჯავახიშვილი (11 ქულა, 9 მოხსნა), თენიეშვილი (8 ქულა, 12 მოხსნა), მუმლაძე (8 ქულა, 10 მოხსნა)
ენერჯი: ელანიძე (29 ქულა, 10 მოხსნა), ჩერქეზიშვილი (15), სანაძე (11)
 

აკადემია

16

11

5

27
დინამო

15

11

4

26
ენერჯი

14

10

4

24
რუსთავი

15

9

6

24
მართვე 2

16

8

8

24
1 ექს. სკოლა

15

7

8

22
მართვე 1

15

7

8

22
ქუთაისი

15

4

11

19
ნაკრები 93 

15

1

14

16 
ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის „ენერჯის“, რომელიც მიმდინარე სეზონში  სამეულში  პირველად შევიდა, რეგულარული ჩემპიონატის მოგების ყველაზე უკეთესი შანსი აქვს. საამისოდ ამ გუნდმა დარჩენილი 2 მატჩიდან 1 მაინც უნდა მოიგოს, რაც სულაც არაა ძნელი საქმე, თუკი „ენერჯის“ ბოლო მატჩებს გადავხედავთ.
ჩერქეზიშვილის გუნდს პირველ წრეში არ უმართლებდა და ის 4 მარცხი, რაც ახლა გააჩნია, გასულ წელზე მოდის. თანაც ისე აეწყო, რომ „ენერჯის“ სხვა გუნდებთან შედარებით ცოტა მატჩები უწევდა და სწორედ ამის გამო ვერ იყო ცხრილში დაწინაურებული. ახლა კი ყველაფერი ამ გუნდის სასიკეთოდ მიდის – „ენერჯი“ თამაშს თამაშზე იგებს და საოცარი ის თუ იქნება, რეგულარული ჩემპიონატი პირველ ადგილზე რომ არ დაასრულოს.
ჩერქეზიშვილის გუნდმა დღეს გათამაშების ლიდერი „აკადემია“ მისსავე დარბაზში დაამარცხა და ამით აკადემიელებს პირველ ადგილზე გასვლის იმედი გადაუწურა. შეხვედრა უაღესად დაძაბული გამოვიდა და ყველაფერი ბოლო წუთებზე გაირკვა. ქულა–ქულაში მიმდინარე მატჩის ბოლოს „ენერჯის“ მოთამაშეებმა იყოჩაღეს და ფაქტობრივად პირველი ადგილის მომტანი გამარჯვება მოიპოვეს.
 

აკადემია – ენერჯი. მერაბ ბოქოლიშვილის ფრენამ “აკადემიას” არ უშველა
 

აკადემიელი მიშა საღინაძე “ენერჯის” ფარისკენ მიიწევს
 

ორომტრიალი “ენერჯის” ფარქვეშ