24 თებერვალი. სასოფლო
დინამო 88:70 1 ექსპერიმენტული სკოლა
16:23 24:14 26:17 22:16
დინამო: ალხანაიძე (26 ქულა, 11 მოხსნა), ბაქრაძე (21 ქულა, 5 პასი, 5 ჩაჭრა), კაკაურიძე (11)
1 ექს. სკოლა: მაისურაძე (19), ლეჟავა (14), ჩქარეული (14)
ენერჯი–ინვესტი 89:79 ქუთაისი
22:24 23:20 20:16 24:19
ენერჯი: სანაძე (23), მაღრაძე (19), გურაბანიძე (18), ჩერქეზიშვილი (13)
ქუთაისი: ტუკვაძე (25 ქულა, 17 მოხსნა), კანდელაკი (21), ქორიძე (14 ქულა, 12 მოხსნა)
მართვე–2 91:93 აკადემია
30:19 22:23 22:22 17:29
მართვე–2: ჭიჭვეიშვილი (28), ლომოური (22), გლოველი (17), ბაშარული (12)
აკადემია: ბოქოლიშვილი (35 ქულა, 9 მოხსნა), თენიეშვილი (15), ჯავახიშვილი (12 ქულა, 12 მოხსნა)
თამაში
მოგება
წაგება
ქულა
აკადემია
10
7
3
17
1 ექს. სკოლა
9
5
4
14
დინამო
8
6
2
14
მართვე 2
9
4
5
13
მართვე 1
8
4
4
12
ქუთაისი
8
3
5
11
ენერჯი
7
4
3
11
რუსთავი
7
3
4
10
ნაკრები 93
6
0
6
6
აკადემია – მართვე–2
აკადემია – მართვე–2
ანგარიში 91:91 იყო, საფინალო სირენამდე აღარაფერი რჩებოდა, როცა ნოდარ თენიეშვილმა ბურთი უხერხული სიტუაციიდან ისროლა და ჩააგდო… სირენა სროლამდე გაისმა თუ სროლის შემდეგ, ამას მსაჯები, კომისრები და წამზომთან მჯდარი მდივნები მერე კარგა ხანს არკვევდნენ. მოკლედ, ამ თათბირს უნდა გადაეწყვიტა, მოიგებდა „აკადემია“, თუ თამაში დამატებით ხუთწუთეულში გადაიზრდებოდა. ბოლო სიტყვა წამზომთან მჯდარ გოგონებს არგუნეს, რომლებმაც თქვეს, „აკადემიის“ მოთამაშემ ბურთის სროლა დროის ამოწურვამდე მოასწროო.
ასე გაიმარჯვა გია კაზანჯიანის გუნდმა, რომელიც თითქმის მთელი თამაში აგებდა, ერთხანს 10–12 ქულითაც, ტუმცა ბოლო მეოთხედში მოახერხა კახა შენგელიას გუნდის გატეხვა და დრამატულ ფინალში იმარჯვა. თენიეშვილის სროლამდე არანაკლებ საინტერესო სცენები გათამაშდა. მთარავი გამთამაშებლისა და ლიდერის – გიორგი გლოველის გარეშე დარჩენილმა მარტველებმა, რომლებიც ანგარიშში მცირედით ჩამორჩნენ, მოახერხეს და დასრულებამდე წუთნახევრით ადრე 4 ქულით დაწინაურდნენ. აკაკი ლომოურმა უმნიშვნელოვანესი სამიანი ჩააგდო და „აკადემია“ თითქოს განწირული იყო.
აქ თამაში საკუთარ თავზე აიღო (მანამდეც ჰქონდა აღებული) მერაბ ბოქოლიშვილმა, რომელმაც ჯერ ჯარიმები ჩააგდო, ხოლო მომდევნო შეტევაში შედეგიანი გარღვევა განახორციელა და ანგარიში გაათანაბრა. „მართვემ“ კი ერთი შეტევის განხორციელება ვერ მოახერხა, ამაში შენგელიას შეგირდებს აკადემიელების პრესინგმა შეუშალა ხელი. ბოქოლიშვილის გარღვევის შემდეგ მართველებს შესატევად 12 წამი ჰქონდათ, მაგრამ კვლავ მეტოქის დაცვის მარწუხებში გაიხლართნენ და ბურთი დაკარგეს. ახლა უკვე „აკადემიას“ გაუჩნდა თამაშის მოგების შანსი, ოღონდ, ბურთის ჩასაგდებად 9 წამი ჰქონდა. დროის ამოწურვას არ დაელოდა და ბოქოლიშვილმა, რომელმაც საბოლოოდ 35 ქულა მიითვალა, სამქულიანი ესროლა, თუმცა ააცილა და თითქოს ოვერტაიმიც გარდაუვალი ჩანდა, მაგრამ… ბურთი აკადემიელმა თენიეშვილმა მოიხელთა და ისე, რომ ხელზე ორი მეტოქე „აჯდა“, „მართვეს“ ფარისკენ ზუსტად სტყორცნა.
ენერჯი–ინვესტი – ქუთაისი
ენერჯი–ინვესტი – ქუთაისი
მთლად ასეთი არა, მაგრამ არანაკლებ საინტერესეო ბრძოლა გაიმართა ნიკო ჩერქეზიშვილის “ენერჯი–ინვესტსა“ და „ქუთაისს“ შორის. თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში თანაბარი ბრძოლა მიდიოდა. თბილისელებს სამი ძირითადი ხუთეულის მოთამაშე აკლდათ და უჭირდათ იმერლების უკან მოტოვება. ქუთაისელები მედგრად იბრძოდნენ. რომან ტუკვაძე ფარქვეშ ბატონობდა (17 ბურთი მოხსნა), გიორგი კანდელაკი კი სწრაფი გარღვევებით ტუქსავდა „ენერჯის“ და თამაშის ბედი ბოლო მეოთხედამდე არ გარკვეულა. ჭერქეზიშვილის გუნდმა დუდა სანაძის, დავით გურაბანიძისა და ირაკლი ჩერქეზიშვილის წყალობით მეოთხე ათწუთეულში გარდატეხა შეიტანა თამაშში, ხოლო კოტე აფქაიძის ორმა სამქულიანმა ქუთაისელები საბოლოოდ გატეხა წელში.
რაც შეეხება მესამე მატჩს, დავით თორთლაძის „დინამომ“ ზედმეტი ნერვიულობის გარეშე მოუგი სერგო იშხნლის პირველი ექსპერიმენტული სკოლის გუნდს.
დინამო – 1 ექს. სკოლა
დინამო – 1 ექს. სკოლა