18–წლამდელებმა დაძაბული ტური მოილიეს

 12 დეკემბერი. ქუთაისი
ქუთაისი 62:55 ნაკრები–93
13:11 20:16 6:21 16:14
ქუთაისი: ლომინაშვილი (14), ტუკვაძე (12), თიკვაძე (10 ქულა, 11 მოხსნა)
ნაკრები–93: მესხი (9), გულმაგარაშვილი (7), ფხაკაძე (7), ლოლიშვილი (7)
13 დეკემბერი. სასოფლოს დარბაზი
დინამო 79:59 აკადემია
12:18 27:12 11:11 29:18
დინამო: ბაქრაძე (26 ქულა, 7 ჩაჭრა), ალხანაიძე (19 ქულა, 18 მოხსნა), დეკანოიძე (14 ქულა, 12 მოხსნა)
აკადემია: ბოქოლიშვილი (24), სანაია (9)
მართვე–2 96:84 მართვე–1
23:22 22:13 15:20 36:29
მართვე–2: ლომოური (28 ქულა, 12 მოხსნა), გლოველი (27 ქულა, 9 პასი), ბაშარაული (17)
მართვე–1: ტეტელაშვილი (27), ძიძიშვილი (20 ქულა, 15 მოხსნა), ოკრიბელაშვილი (14), ჭოხონელიძე (13)
ენერჯი–ინვესტი 80:85 რუსთავი
20:17 17:16 20:26 23:26
ენერჯი: ჩერქეზიშვილი (27), გურაბანიძე (21), ელანიძე (20)
რუსთავი: დვალიშვილი (44 ქულა, 19 მოხსნა), გურული (16)
 
სატურნირე ვითარება
 

 

თამაში

მოგება

წაგება

ქულა
მართვე 2

7

4

3

11
აკადემია

6

4

2

10
დინამო

6

4

2

10
მართვე 1

6

3

3

9
სამედიცინო

6

3

3

9
ენერჯი

6

3

3

9
ქუთაისი

6

3

3

9
რუსთავი

5

3

2

8
ნაკრები 93 

6

0

6


 
18–წლამდელთა ჩემპიონატის მორიგი ტური საკმაოდ დაძაბული და საინტერესო შედეგებით გამორჩეული გამოდგა. ტური ქუთაისში 12 დეკემბერს დაიწყო, სადაც ჩემპიონატში კონკურსგარეშე მონაწილე 93–წლიანების ნაკრები ჩავიდა და 55:62 დამარცხდა.
13 დეკემბერს კი უკვე „სასოფლოს“ დარბაზმა უმასპინძლა დარჩენილ მატჩებს და პირველივე შეხვედრაში საინტერესო ამბები განვითარდა. „აკადემიამ“ ჩემპიონატი მძლავრად დაიწყო, საწყისი 4 შეხვედრა მოიგო, თუმც ბოლო ორ ტურში აშკარად მოუკლო და ეს შედეგზეც აისახა. აკადემიელებმა გასულ შაბათს მეორე მარცხი განიცადეს – ამჯერად დავით თორთლაძის გაწვრთნილ „დინამოსთან“.
 

დინამოელი ირაკლი ალხანაიძე (ცენტრში) ფარქვეშ შეუჩერებელი იყო
 

დინამო – აკადემია
 

დინამოს ფარქვეშ გოგა ჯავახიშვილი შეიჭრა
 
 
„აკადემია“ თავიდან კი იგებდა, მაგრამ მერე მოედანზე დინამოელთა რიგებში ბაქრაძე და ალხანაიძე გამოჩდნენ, რომლებმაც თამაშში გარდატეხა შეიტანეს და თორთლაძის გუნდს სოლიდური უპირატესობა დაუბევეს.
თამაშს ბოლო მეოთხედამდე თანაბარი ეთქმოდა, თუმცა უკანასკნელ ათწუთეულში დინამოელებმა ბოლომდე გაილაღეს და საბოლოოდ სოლიდური სხვაობით – 79:59 დაამარცხეს გია კაზანჯიანის გუნდი.
მეორე მატჩში მართვული დერბი გაიმართა: პირველი გუნდი მეორეს წინააღმდეგ, რომელიც ძალიან დაძაბული გამოდგა. შეხვედრა თავიდანვე თანაბრად დაიწყო და ასე გაგრძელდა თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში. პირველი მეოთხედი მართვე–2–მა მოიგო 1 ქულით, აი, მეორეში კი უკეთ ათამაშდა და პირველი ტაიმის შემდეგ კახა შენგელიას გუნდი 45:35 დაწუნაურდა.
მართვე–2 ძირითადად გიორგი გლოველისა და აკაკი ლომოურის ყოჩაღი გარჯის წყალობით ლიდერობდა, გია ტეტელაშვილის მართვე–1–ის გამწევი ძალა კი მწვრთნელის შვილი გიორგი ტეტელაშვილი იყო, რომელმაც საბოლოოდ 27 ქულა მოაგროვა, თუმცა დრიბლინგისას სიფრთხილე აკლდა და საბოლოოდ 14–ჯერ დაკარგა ბურთი.
 

გიორგი ტეტელაშვილი (ბურთით) მართვე–1–ს პრობლემებს უქმნიდა
 

გიორგი გლოველი (შუაში)
 
შეხვედრის ბედი ბოლო მეოთხედში გადაწყდა, როცა ლომოურმა და გლოველმა იმდენი ქნეს, რომ კახა შენგელიას გუნდს გამარჯვების მომტანი ლიდერობა დაუბევეს.
და ბოლო შეხვედრა, რომელსაც დიდი დაძაბულობა ახლდა და საკმაოდ დრამატულად და ემოციურად დასრულდა. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის „ენერჯი“ თავიდან დაწინაურდა, რაც მისი სწრაფი უკანახაზელების – ირაკლი ჩერქეზიშვილის და დავით გურაბანიძის დამსახურება იყო. ეს ბიჭები კარგად ათამაშებდნენ ბურთს და ხშირად თავადაც შედეგიანად აგვირგვინებდნენ შეტევებს. რუსთაველებმა კი სულ სხვა ადგილიდან შეუტიეს მეტოქეს – ბრძოლა ფარქვეშ გადაიტანეს და ამან გაუმართლათ კიდეც.
თავი ისახელა რუსთაველთა და მთლიანად 18–წლამდელთა ჩემპიონატის ერთ–ერთმა ლიდერმა აკაკი დვალიშვილმა, რომელმაც თამაშიდან ნასროლი 21 ბურთიდან 17 მეტოქის კალათში მოათავსა და საბოლოოდ 44 ქულა მოაგროვა. მან ასევე ბრწყინვალედ ითამაშა ფარქვეშ და 19 ფარიდან ასხლეტილი ბურთი მოხსნა, რითაც თავის გუნდს გაფუჭებული შეტევების ხელახლად დაწყების საშუალებას აძლევდა.
სწორედ მისი გარჯის წყალობით გაათანაბრეს რუსთაველებმა ანგარიში და უდაძაბულეს ბოლო მეოთხედშიც წარმატებით ითამაშეს. ბოლო წუთამდე ანგარიში თითქმის სულ თანაბარი იყო, გადამწყვეტ მომენტში კი „ენერჯი–ინვესტის“ კალათბურთელებს ნერვებმა უმტყუნეს და მსაჯთან კამათისთვის ტექნიკური ჯარიმა დაიმსახურეს. ამან კი ყველაფერი რუსთაველთა სასარგებლოდ გადაწყვიტა და ქვემოქართლელებმა მეტად მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს – 85:80.
 

რუსთაველ დავით მაისურაძეს (ბურთით) თბილისელი კოტე აფაქიძე ავიწროვებს
 

ბურთითაა მატჩის გმირი აკაკი დვალიშვილი
 

დვალიშვილის დაფარებას ენერჯი–ინვესტის მოთამაშე ნიკა მაღრაძე ცდილობს