ევროპის ჩემპიონატი. B დივიზიონი. სარაევო. 25 ივლისი
საქართველო 65:84 ჰოლანდია
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირში სადებიუტო მატჩში შოტლანდიასთან დამარცხების შემდეგ საქართველოს ჭაბუკთა ნაკრები გაცილბით ძლიერ მეტოქეს გადაეყარა და 19 ქულით წააგო. მიხეილ კობეავიძის გუნდის მეტოქე ჰოლანდია იყო, რომელიც თავის მხრივ პირველ ტური უფრო მძლავრ ჩერნოგორიას შეხვდა და უიმედოდ წააგო.
ქართველები ჰოლანდიელებს თავიდანვე ჩამორჩნენ და მთელი თამაში ცდილობდნენ, მეტოქეს წამოწეოდნენ, მაგრამ არ გამოსდიოდათ. ყველაზე ახლოს კობეშავიძის გუნდი ჰოლანდიებთან მესამე მეოთხედის ბოლოსკენ მივიდა, როცა სხვაობა 10 ქულამდე შეამცირა (61:71), მაგრამ მეტისთვის ჩვენებს ძალა აღარ ეყოთ და საბოლოოდ 65:84 დამარცხდნენ.
ჩვენებს ორიდან ორი მარცხი აქვთ და მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი მინიმუმამდე შეუმცირდათ. კობეშავიძის გუნდი ხვალ რუმინეთს შეხვდება.