18-წლამდელთა ნაკრები ესტონეთთან სპარინგ-მატჩში 81:84 დამარცხდა

18-წლამდელთა ნაკრები ესტონეთთან სპარინგ-მატჩში 81:84 დამარცხდა

ესტონეთში საწვრთნელ შეკრებაზე მყოფმა საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა ამხანაგური მატჩი გამართა. გია კაზანჯიანის გაწვრთნილი ქართველთა ნაკრები ესტონელ თანატოლებთან დაძაბულ ბრძოლაში – 81:84 დამარცხდა.
თავიდან ბოომდე თანაბარი ბრძოლა მიმდინარეობდა. პირველი მეოთხედი მასპინძლებმა 25:23 მოიგე, მეორე ათწუთეული კი ფრედ – 19:19 დასრულდა. დაძაბული თამაში მეორე ტაიმშიც გაგრძელდა და მატჩის ბედი ბოლო წუთხე გადაწყდა. 75:74, 79:78, 82:79 – ასეთი იყო ბოლო წუთების ანგარიშის ქრონოლოგია. საბოლოოდ ესტონელებმა 3 ქულით იმარჯვეს.
საქართველოს ნაკრებში 21 ქულით ლუკა ბულაშვილი გამოირჩა, დავით ლომიძემ კი პირად ანგარიშზე 18 ქულა ჩაიწერა. 10-ქულიანი ზღვარი ლევან გოგალაძემაც დაძლია, რომელმაც 14 ქულა და ქართველთაგან უმეტესი – 7 მოხსნა მიითვალა.
საქართველოს ნაკრები ესტონეთთან მეორე ამხანაგურ მატჩს 10 ივლისს გამართავს, რის შემდეგაც თბილისში დაბრუნდება.
18-წლამდელები. ამხანაგური მატჩი. ტალინი. 9 ივლისი
ესტონეთი 84:81 საქართველო
25:23, 19:19, 21: 18, 19:21
სრული სტატისტიკა: 84:81