18-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ბელარუსთან დამარცხდა (VIDEO)

საქართელოს 18-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში მეორე მატჩი გამართა და კვლავ მარცხი განიცადა. ისლანდიასთან წაგების შემდეგ, არჩილ ჟღნტისა და მიხეილ კობეშავიძის გაწვრთნილი გუნდი ბელარულლ შეხვდა და მატჩი 63:97 დათმო.
საქართველოს ნაკრები მეორე პერიოდში გატყდა. აღნიშნული 10-წუთეული ქართველებმა 14:30 წააგეს და დიდი შესვენებისთვის 23 ქულით ჩამორჩნენ. ჩვენმა ნაკრებმა მეორე პერიოდში ვერაფერი შეცვალა და საბოლოოდ 34 ქულით დამარცხდა.
ჩვენი ნაკრები მომდევნო მატჩს 30 ივლისს, თბილისის დროით 21:30 საათზე, ხორვატიასთან გამართავს.
 
სტატისტიკა: 63:97