საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა მორიგი მატჩი ავსტრიასთან დათმო. მიხეილ ბერუაშვილის გუნდის აქილევსის ქუსლი სიმაღლეა და ავსტრიელებთან სწორედ ამის გამო დაიჩაგრნენ. ქართველებმა ვერაფერი მოუხერხეს მეტოქის 213-სანტიმეტრიან ცენტრ იაკობ პოლტს, რომელმაც 25 ქულითა და 16 მოხსნით საქართველოს ნაკრების დამარცხებაში ლომის წილი დაიდო.
რაც ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში ასპარეზობს, საქართველოს ნაკრებმა ავსტრიასთან ყველაზე ნაკლები ქულით წააგო. ბერუაშვილის გუნდი პირველი მეოთხედის შემდეგ 1 ქულით ჩამორჩებოდა (27:28), თუმცა მე-3 პერიოდი ჩააგდო და წასაგებად გაიწირა. აღნიშნული მეოთხედი ქართველებმა 5:16 წააგეს და გადამწყვეტი ათწუთეულის წინ 12 ქულით ჩამორჩნენ.
ბოლო პერიოდში საქართველოს ნაკრები ბევრს ეცადა, მაგრამ მაქსიმუმი, რაც მოახერხა, ჩამორჩენის 9 ქულამდე შემცირება იყო. საბოლოოდ ქართველებმა 55:64 წააგეს და ჯგუფიდან გასვლის შანსი გადაიწურეს.
ევროპის ჩემპიონატი. B დივიზიონი. მაკედონია. შტრუმიცე. 20 ივლისი
საქართველო 55:64 ავსტრია
14-19, 13-9, 5-16, 23-20
სრული სტატისტიკა: 55:64
1.
ესტონეთი
3
3/0
212/166
6
2.
გერმანია
3
2/1
202/172
5
3.
ჰოლანდია
2
2/0
136/105
4
4.
ავსტრია
3
1/2
144/199
4
5.
საქართველო
3
0/3
172/208
3
6.
ნორვეგია
2
0/2
111/127
2
თამაშების განრიგი. B ჯგუფი. თბილისის დრო
21 ივლისი
გერმანია – საქართველო 16:15
22 ივლისი
ნორვეგია – საქართველო 23:00