საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში, რაშიც 24 ნაკრები მონაწილეობდა, ასპარეზობა მე-10 ადგილზე დაასრულა. ჯგუფის 5 მატჩიდან 4-ის მოგების მიუხედავად, ქართვეები პლეი ოფში ვერ გავიდნენ და საკვალიფიკაციო ბრძოლაში გადაინაცვლეს, სადაც 3-დან 2 მატჩი მოიგეს და ხსენებულ, მე-10 ადგილზე გავიდნენ.
მე-9 ადგილისთვის მატჩი გია კაზანჯიანის, არჩილ ჟღენტისა და მიხეილ კობეშავიძის გაწვრთნილმა 18-წლამდელებმა ინგლისთან დაძაბულ ბრძოლაში – 81:85 დათმეს. ინგლისი საქართველოს მეტოქე გახლდათ ჯგუფურ ეტაპზე და იმ მატჩში ქართველებმა ბოლო პერიოდში 13-ქულიანი ჩამორჩენის მიუხედავად 76:70 იმარჯვეს. ახლა კი პირიქით მოხდა, მცირე განსხვავებით. საქართველო პირველი ტაიმის შემდეგ სწორედ 13 ქულას იგებდა, თუმცა შეხვედრა საბოლოოდ 4 ქულით წააგეს.
მარგი ქმედების კოეფიციენტით საქართველოს ნაკრებში საუკეთესო ნიკ დრბაიძე გახლდათ, რომელმაც 13 ქულა და 11 მოხსნა დააგროვა. 13 ქულა მიითვალა ლევან ბაბილოძემაც, ხოლო ბომბარდირი ლუკა ბულაშვილი გახდა, რომელსაც 20 ქულა დაუგროვდა. 9 ქულით, 5 მოხსნითა და 4 პასით დაასრულა შეხვედრა და მთლიანად ჩემპიონატი ნიკა ლეონიძემ.
ამ გუნდიდან მომავალ წელს 18-წლამდელთა ნაკრებში თამაშის უფლებას ასაკი მხოლოდმ გოგა ბითაძესა და კოკა ფიფიას აძლევს. საქათველოს ნაკრები თბილისში დღეს, გამთენიისას დაბრუნდა.
ევროპის U18 ჩემპიონატი.სკოპიე. 7 აგვისტოსაქართველო 81:85 ინგლისისრული სტატისტიკა: 81:85