18-წლამდელთა ნაკრებმა შვეიცარია გაანადგურა

18-წლამდელთა ნაკრებმა შვეიცარია გაანადგურა

საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების პირველი გამარჯვება ევროპის ჩემპიონატის „ბ“ დივიზიონში. არჩილ ჟღენტის გუნდმა გამარჯვებას 17-22 ადგილებისთვის – საკვალიფიკაციო რაუნდში მიაღწია. ქართველებმა აქამდე განცდილი წაგებებისთვის ჯავრი შვეიცარიაზე იყარეს, რომელიც 26 ქულით – 89:63 დაამარცხეს.
საქართველოს ნაკრების უპირატესობა აშკარა იყო. მესამე პერიოდის გამანადგურებელი ანგარიშით – 32:9 მოგების შემდეგ ქართველები მოეშვნენ და ბოლო მეოთხედი 17 ქულით დათმეს. მიუხედავად ამისა, ჟღენტის გუნდმა მაინც დიდი სხვაობით იმარჯვა და ახლა, მე-17 ადგილისთვის მატჩში რუმინეთს შეხვდება.
საქართველოს ნაკრებში 21 ქულით საუკეთესო ვილი ისიანი იყო, 19-19 ქულა დააგროვეს ლევან მასხულიამ და ლუკა ზაქრაძემ. ამ უკანასკნელმა 6 ჩაჭრაც მიითვალა. 14 მოხსნით მატჩის საუკეთესო მექარე გახდა ვასილ კუტალაძე.
მომდევნო მატჩს საქართველო 3 აგვისტოს გამართავს.
ევროპის ჩემპიონატი. „ბ“ დივიზიონი. ბულგარეთი. სოფია. 30 ივლისი
საქართველო 89:63 შვეიცარია
20-16, 25-9, 32-9, 12-29
საქართველო: ზაქრაძე (19ქ, 6ჩ, 4პ), ლომიძე (9), გუგეშაშვილი (4ქ, 9მ), ისიანი (21), მაჭავარიანი (6), კუტალაძე (6ქ, 14მ), მასხულია (19), გოგობერიშვილი (5), ცირეკიძე, გაგუა
 
სრული სტატისტიკა: http://u18men.fibaeurope.com/enDivB/cid_vxfp6gWIJ5oSOkc7ox4BA3.gameID_10089-J-1-1.compID_8aYeHlfuGF-mF5IqO8aFH1.season_2014.roundID_10068.teamID_.html