18–წლამდელთა რეგულარული ჩემპიონატი დვალიშვილის რეკორდით დასრულდა

14 აპრილი. აგრარული
სამედიცინო 1 ექს. სკოლა 92:99 რუსთავი
27:12 31:22 18:21 16:44
1 ექს. სკოლა: წიკლაური (28), მაისურაძე (25), ჩქარეული (19), ბექაური (14 ქულა, 15 მოხსნა)
რუსთავი: დვალიშვილი (58 ქულა, 28 მოხსნა), ფ. გურული (12)
1993–წლამდელთა ნაკრები 81:72 ენერჯი
16:22 19:18 18:14 28:18
ნაკრები: ბურჯანაძე (20 ქულა, 12 ქულა), ფხაკაძე (12), გულმაგარაშვილი (11), მესხი (11)
ენერჯი: ჩერქეზიშვილი (20), მაღრაძე (18), ელანიძე (15)
მართვე–1 78:87 დინამო
20:23 26:12 16:14 16:38
მართვე–1: ოკრიბელაშვილი (25 ქულა, 9 მოხსნა), კუპატაძე (16) ქულა, 11 მოხსნა), ტეტელაშვილი (16)
დინამო: ალხანაიძე (24 ქულა, 10 მოხსნა), ბაქრაძე (21), კოღუაშვილი (13), დეკანოიძე (10)
 
                     საბოლოო ცხრილი

დინამო

16

12

4

28
აკადემია

16

11

5

27
ენერჯი

16

11

5

27
რუსთავი

16

10

6

26
მართვე 2

16

8

8

24
მართვე 1

16

7

9

23
1 ექს. სკოლა

16

7

9

23
ქუთაისი

16

4

12

20
ნაკრები 93 

16

2

14

18 
 
გუშინ დასრულდა 18–წლამდელებმაც მოილიეს რეგულარული ჩემპიონატი. პლეი ოფში გასული გუნდების ვინაობა გარკვეული იყო და ყველა ელოდა, რომ თამაშები ზედმეტი დაძაბულობის გარეშე ჩაივლიდა, თუმცა 1993–წლამდელთა ნაკრების გმირულმა თამაშმა საბოლოო ცხრილში სერიოზული ცვლილებები შეიტანა.
როგორც ვთქვით, პლეი ოფში გასულთა ვინაობა გარკვეული იყო, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო გამარჯვებულის გარკვევა. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის „ენერჯის“ ერთი ნაბიჯი აკლდა პირველობამდე – საამისოდ ბოლო ადგილზე მყოფისა და მხოლოდ 1 გამარჯვების მქონე 1993–წლიანთა ნაკრების დამარცხება სჭირდებოდა.
ეტყობა, „ენერჯის“ მოთამაშეებმა ჩათვალეს, რომ საქმე მოთავებული იყო და გია კაზანჯიანის კადეტთა ნაკრებთან დამარცხდნენ.
გადამწყვეტი აღმოჩნდა ბოლო მეოთხედი, რომელიც ბექა ბურჯანაძის აქტიურობის შედეგად ნაკრებმა 28:18 მოიგო და სეზონი თავაწეულმა დაასრულა. უნდა ითქვას, რომ 1993–წლამდელთა ნაკრებმა ძალიან მოუმატა და თუკი პირველ წრეში დიდი სხვაობით აგებდა, ბოლო ტურებში არც ერთი მატჩი არ დაუთმია უბრძოლველად – მათგან 2 მოიგო კიდეც: „მართვე–2“–თან და გუსინ „ენერჯისთან“.
გუშინდელი დღის არანაკლებ მნიშვნელოვანი ამბავი რუსთაველი აკაკი დვალიშვილის რეკორდია. ქვემოთართლელთა ლიდერმა 1 ექსპერიმენტულ სკოლასთან მატჩში 58 ქულა დააგროვა და 2 ქულით გააუმჯობესა „მართვე–2“–ის გამთამაშებლის, გიორგი გლოველის რეკორდი. დვალიშვილმა შესაშური სიზუსტე გამოავლინა და 22 ცდიდან 19 ორქულიანი ჩააგდო. თუმცა რაღა ჩააგდო, თითქმის ნახევარი ეფექტური გდებით მოათავსა კალათში. მისი ჩატენილი ბუთები სასიამოვნო შესახედი იყო.
მხოლოდ ეს არ ყოფილა ამ მატჩის საინტერესო შტრიხი.
რუსთაველებმა უდიდესი ჩამორჩენა გაუბათილეს სერგო იშხნელის გუნდს. მიუხედავად იმისა, რომ „რუსთავს“ პლეი ოფში თამაში განაღდებული აქვს, ამ გუნდმა მაინც მოიწადინა და ბოლო მეოთხედში 21–ქულიანი ჩამორჩენის გაბათილებით მორიგი შთამბეჭდავი გამარჯვება მიითვალა, რითაც რეგულარულს სეზონს მოხდენილი წერტილი დაისვა.
საიმისოდ, რომ „ენერჯის“ წაგებით ესარგებლა და რეგულარული ჩემპიონატი პირველ ადგილზე დაესრულებინა, დავით თორთლაძის „დინამოს“ „მართვე–1“ უნდა დაემარცხებინა. სხვათა შორის, დინამოელებს გაუჭირდათ ამის გაკეთება და ბოლო მეოთხედამდე არ იყო გარკვეული, ვინ გაიმარჯვებდა. გადამწყვეტ პერიოდში თავისი სიტყვა თქვეს „დინამოს“ ლიდერება – გივი ბაქრაძემ და ირაკლი ალხანაიძემ, რომელთა შედეგიანმა თამაშმაც დინამოელებს პირველობის გამფორმებელი გამარჯვება მოუტანა.
ნახევარფინალური წყვილები ასე დალაგდნენ: „დინამო“ – „რუსთავი“, „აკადემია“ – „ენერჯი“. პლეი ოფის მატჩები 23 აპრილიდან დაიწყება ადრარული უნივერსიტეტის დარბაზში.
 

1993–წლიანთა ნაკრებმა “ენერჯის” პირველობა ბოლო ტურში დააკარგვინა