14 ნოემბერი. რუსთავი
რუსთავი 64:79 დინამო
14:18 22:21 18:21 10:19
რუსთავი: დვალიშვილი (35 ქულა, 19 მოხსნა)
დინამო: ბაქრაძე (32), ალხანაიძე (14 ქულა, 13 მოხსნა)
16 ნოემბერი. თბილისი. სასოფლოს დარბაზი
სამედიცინო 77:47 ნაკრები 93
36:6 10:14 20:15 11:12
სამედიცინო: ლეჟავა (21), ბექაური 14 ქულა, 16 მოხსნა), წიკლაური (14)
ნაკრები 93: ბურჯანაძე (15 ქულა, 10 მოხსნა), მესხი (6)
მართვე–1 71:64 ენერჯი–ინვესტი
17:20 21:15 14:21 19:8
მართვე–1: ტეტელაშვილი (24 ქულა, 16 მოხსნა, 5 ჩაჭრა), ჭოხონელიძე (18 ქულა, 11 მოხსნა)
ენერჯი: გურაბანიძე (14), ელანიძე (12)
მართვე–2 106:110 ქუთაისი
19:16 14:24 24:24 30:23 19:23
მართვე–2: გლოველი (47 ქულა, 11 მოხსნა), ჭიჭვეიშვილი (18), ვაშაყმაძე (18 ქულა, 14 მოხსნა).
ქუთაისი: კანდელაკი (33 ქულა, 13 მოხსნა), ტუკვაძე (27 ქულა, 15 მოხსნა), ბერძენაძე (19 ქულა, 11 მოხსნა)
18–წლამდელები აქამდე აკადემიის დარბაზში თამაშობდნენ, ახლა კი სასოფლოში გადაბარგდნენ და პირველივე დღეს თვალსასეირო მატჩიც გაიმართა. მართვე 2–ისა და „ქუთაისის“ დაპირისპირებაში დამატებითი დრო დაინიშნა. არც ერთ გუნდს არ უნდოდა დათმობა, ქულას–ქულას აგებდნენ, მაგრამ საბოლოოდ ქუთათურებმა იმარჯვეს, რომლებმაც გადამწყვეტ მომენტში ფარზეც იოჩაღეს და მეტი შედეგიანი გარღვევა განახორციელეს. გიორგი გლოველმა მიმდინარე გათამაშების რეკორდი გამოაცხო, 47 ქულა მიითვალა, მაგრამ მისმა ბომბარდირობამ ვერ უშველა მართველებს.
გიორგი გლოველმა ქუთაისელებს 47 ქულა ჩაუგდო
მართვეს სპორტსკოლის წარმომადგენლებმა მაინც გაიხარეს. მართვე–1–მა ნიკო ჩერქეზიშვილის გაწვრთნილი თბილისური „ენერჯი–ინვესტი“ 71:64 დაამარცხა, რაც დიდი დამსახურებაა 24 ქულისა და 16 მოხსნის მიმთვლელ გიორგი ტეტელაშვილს.
შესანიშნავი სტატისტიკა ჰქონდა „დინამოსთან“ მატჩში რუსთაველ აკაკი დვალიშვილს (25 ქულა, 19 მოხსნა), თუმც მისი თანაგუნდელებიდან ვერც ერთი ვერ ასცდა ათქულიან ზღვარს და ქვემოქართლელებმა 64:79 წააგეს.
სატურნირო ვითარება
თამაში
მოგება
წაგება
ქულამართვე 1
3
3
0
6ქუთაისი
3
2
1
5სამედიცინო
3
2
1
5აკადემია
2
2
0
4რუსთავი
3
1
2
4მართვე 2
3
1
2
4დინამო
2
1
1
3ნაკრები 93
3
0
3
3ენერჯი
2
0
2
2
ქუთაისელმა რომან ტუკვაძემ 27 ქულა მიითვალა
“სამედიცინო” – ნაკრები 93
“სამედიცინო” – “ნაკრები”