1997–წლამდელთა ჩემპიონატი. ნახევარფინალი. მე–3 მატჩი. ბათუმი. 25 ივნისი
ბათუმი 54:57 ორბი
ფინალში მომლოდინე „რუსთავს“ თბილისის „ორბი“ შეუერთდა. თუკი ქვემოქართლელებმა ნახევარფინალური სერია მშრალად მოიგეს და ფინალის საგზური შედარებით ნაადრევად დაიბევეს, „ორბსა“ და „ბათუმს“ მესამე, გადამწყვეტ შეხვედრამდე მიუვიდათ საქმე.
პირველი შეხვედრა ბათუმელებმა შინ 13 ქულით იმარჯვეს, შემდეგ თბილისში 18–ით დამარცხდნენ და მესამე, გადამწყვეტ მატჩს ისევ აჭარის მთავარქალაქმა უმასპინძლმა.
შეხვედრა საკმაოდ დაძაბული და ემოციური იყო. ვერც ერთი გუნდი დაწინაურებას ვერ ახერხებდა. საბოლოოდ ყველაფერი უკანასკნელ წამებზე გადაწყდა. ზვიად დიდბარიძის „ორბმა“ 3 ქულის სხვაობით, 57:54 იმარჯვა და ფინალში გავიდა, სადაც, როგორც ვთქვით, „რუსთავს“ შეხვდება.
ფინალური სერიის პირველი მატჩი რუსთავში 27 ივლისს, 13 საათზე დაიწყება. მეორე შეხვედრას კი 29 ივლისს თბილისი, საკალათბურთო აკადემიის დარბაზი უმასპინძლებს.
ზვიად დიდბარიძე “ორბის” მოთამაშეებს დარიგებებს აძლევს