1997–წლამდელები: ფინალური სერია “ორბის” გამარჯვებით დაიწყო

1997-წლამდელთა ჩემპიონატი. ფინალი. პირველი მატჩი. რუსთავი. 27 ივნისირუსთავი 52:54 ორბი
ძალიან საინტერესოდ წარიმართა ფინალური სერიის პირველი მატჩი, რომელსაც რუსთავმა უმასპინძლა. ზვიად დიდბარიძის გაწვრთნილმა “ორბმა” უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა და თუკი დღესაც იმარჯვებს, ჩემპიონი გახდება.
პირველი მეოთხედი “ორბმა” 18:10 მოიგო, ხოლო მეორეში მისმა უპირატესობამ 15 ქულას მიაღწია. ამის შემდეგ რუსთაველებმა იწყეს ანგარიშის შემცირება და არათუ გააბათილეს, 3 ქულით წინაც გავიდნენ. აქ კი “ორბის” მოთამაშეებმა ერთხელაც მოიკრიბეს ძალები და თამაში გამარჯვებამდე მიიყვანეს.
დღეს, 28 ივნისს, 14 საათზე, ვაკეში მდებარე საკალათბურთო აკადემიის დარბაზში ფინალური სერიის მეორე მატჩი გაიმართება.