1998–წლამდელთა ფესტივალში გამარჯვება “აკადემიამ” ნაადრევად გაინაღდა

1998–წლამდელთა მინი–ფესტივალი. აკადემია. 7 ივნისი
აკადემია 48:30 ბათუმი
2:7 21:4 10:1 15:18
აკადემია: ცირეკიძე (22), აკობია (12),
ბათუმი: ბაბილოძე (14), აფხაზავა (6)
რუსთავი 12:31 ორბი
6:11 0:7 2:13 4:0
რუსთავი: ბოგვერაძე (4), აბაიშვილი (2), გრიგოლაშვილი (2)
ორბი: ყირიმელი (11), მახარაშვილი (6), მჭედლიშვილი (5)
 
სატურნირო ვითარება
 
აკადემია   2        2        0        +25    4
ორბი         2        1        1        +12    3
ბათუმი     2        1        1        –9      3
რუსთავი   2        0        2        –28    2
 
ტურნირის დასრულებამდე 1 დღით ადრე გია კაზანჯიანის „აკადემიამ“ გამარჯვება გაინაღდა. აკადემიელებმა ორივე მატჩი მოიგეს და დასკვნით ტურში ორივე წაგების მქონე რუსთაველებს ხვდებიან, თუმცა რომც დამარცხდნენ, მეორე–მესამეზე მყოფ „ორბსაც“ და „ბათუმსაც“ პირად შეხვედრებში სჯობნიან.
„აკადემიამ“ დღეს „ბათუმს“ მოუგო. მართალია, პირველი მეოთხედი კაზანჯიანის გუნდთან წააგო, თუმცა შემდეგ სრულ უპირატესობას დაეუფლა და დიდი სხვაობითაც იმარჯვა – 48:30.
მეორე მატჩიც თითქმის ანალოგიური სხვაობით დასრულდა. შარშანდელმა გამარჯვებულმა „ორბმა“ რუსთაველებს შანსი არ დაუტოვა და 31:12 დაამარცხა.
როგორც ვთქვით, პირველი ადგილის მფლობელის ვინაობა გარკვეულია, ხოლო მეორე ადგილისთვის ერთმანეთს ხვალ „ორბი“ და „ბათუმი“ შეებრძოლებიან.
 
რუსთავი – ორბის ფოტორეპორტაჟი: