მინი–საკალათბურთო ფესტივალი 1998–წლამდე დაბადებულთა შორის.
31 მაისი–5 ივნისი. აკადემიის დარბაზი.
5 ივნისი. ფინალური მატჩები
7–8 ადგილებისთვის
მართვე 33:10 ფოთი
5–6 ადგილებისთვის
ქუთაისი 29:19 დინამო
3–4 ადგილებისთვის
ბათუმი 47:38 რუსთავი
ფინალი
ორბი 31:30 აკადემია
დღეს დასრულდა 1998–წლამდელთა მინი–საკალათბურთო ფესტივალი, რომელშიც ათმა გუნდმა მიიღო მონაწილეობა, საიდანაც 5 რეგიონიდან იყო – ბათუმიდან, ქუთაისიდან, გორიდან, რუსთავიდან და ფოთიდან. ეს ფაქტი კი იმის მანიშნებელია, რომ კალათბურთი პოპულარობას არათუ კარგავს, არამედ კიდევ უფრო საინტერესო ხდება.
მესამე ადგილისთვის მატჩში სწორედ რეგიონის გუნდები შეხვდნენ. ბათუმელებმა რუსთაველებს არ დაუტოვეს შანსი. ფინალურ მატჩში კი ერთმანეთს „აკადემია“ და „ორბი“ შეხვედრა ძალიან დაძაბული და დრამატული გამოდგა. შეხვედრის ბედი ბოლო წამებზე გადაწყდა და შეხვედრა ზვიად დიდბარიძის გაწვრთნილი „ორბის“ გამარჯვებით დასრულდა.
პრიზიორებს დაურიგდათ მედლები, ხოლო ფესტივალის ყველა მონაწილემ ივლისში გასამართი საერთაშორისო ოთხთა ტურნირის (საქართველო, უკრაინა, ბელარუსი, რუმინეთი) მოსაწვევები მიიღეს.
მესამე ადგილის მფლობელი ბათუმელები
“ორბი” წუთშესვენებაზე
“აკადემია” წუთშესვენებაზე”