20–წლამდელები 18–წლამდელებს ესპარინგნენ და მოუგეს

20–წლამდელები 18–წლამდელებს ესპარინგნენ და მოუგეს

საქართველოს  20–წლამდელთა ნაკრები მომავალ სამშაბათს ევროპის ჩემპიონატზე (B დივიზიონი) სათამაშოდ მიემგზავრება. თავის მხრივ ამ ზაფხულს 18–წლამდელებსაც ელით ევროჩემპიონატზე თამაში და ორივე ნაკრები ახლა გამალებით ემზადება.ჰოდა, დღეს, 18 და 20 –წლამდელთა ნაკრებებმა ერთმანეთში სპარინგ–მატჩი გამართეს. ორივე გუნდს მიეცა საშუალება, საქმეში გამოეცადა ის კომბინაციები, რომლებსაც აქამდე ვარჯიშებზე ხვეწდნენ და ამუშავებდნენ.
ამ მატჩის შედეგს ყველაზე ნაკლები მნიშვნელობა ჰქონდა – მთავარი ვარჯიშებზე დამუშავებული კომბინაციების საქმეში გამოცდა, მათი სრულყოფა იყო.
გუნდებმა ამ ხუთეულებით დაიწყეს თამაში:
20–წლამდელები: გივი ბაქრაძე, დავით მაჭავარიანი, აკაკი ლომოური, აკაკი დვალიშვილი, გიორგი შარაბიძე.
18–წლამდელები: მერაბ ბოქოლიშვილი, დუდა სანაძე, გიორგი კოღუაშვილი, კახა მუმლაძე, გოგა ჯავახიშვილი.
შეხვედრა საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა. პირველი მეოთხედი 18–წლამდელებმა 21:9 მოიგეს. დუდა სანაძემ და მერაბ ბოქოლიშვილმა ოპონენტები ყველა ასპექტში დაჩაგრეს და თავის გუნდს სოლიდური უპირატესობაც დაუბევეს.
მეორე მეოთხედიდან საქმეში სათადარიგონი ჩაებნენ. აქ კი უკვე 20–წლამდელებმა იმარჯვეს, რომლებმაც მეოთხედი 22:18 იმარჯვეს, თუმც გარდამტეხი მომენტი მესამე ათწუთეულში დადგა, რომელიც 20–წლამდელებმა 22:9 მოიგეს და გადამწყვეტი მეოთხედის წინ 5 ქულით დაწინაურდნენ.
საბოლოოდ 20–წლამდელებმა 72:60 იმარჯვეს.
 
საქართველოს ნაკრები (U-20) 72:60 საქართველოს ნაკრები(U–18) 
9:21 22:18 22:9 19: 12
 

20–წლამდელთა ნაკრები
 

18–წლამდელთა ნაკრები