20-წლამდელები ბოსნიასთან დამარცხდნენ და მე-7 ადგილისთვის დიდ ბრიტანეთს შეხვდებიან

საქართველოს 20-წლამდელთ ნაკრები ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონის მე-7 ადგილისთვის იბრძოლებს. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გუნდი 23 ივლისს საკვალიფიკაციო მატჩში ბოსნიასთან 49:89 დამარცხდა და მეორე წყვილში წაგებულ დიდ ბრიტანეთს მე-7 ადგილისთვის შეხვდება.
საქართველოს ნაკრებში არ უთამაშია დავით ლომიძეს, საუკეთესო შედეგი კი ლევან მასხულიამ დააფიქსირა, რომელმაც 14 ქულა და 12 მოხსნა მოაგროვა. 14 ქულა ჰქონდა მაიზერ რევაზაშვილსაც. 5-5 ქულა ლუკა გიორგაძემ და ვილი ისიანმა მიითვალეს.
საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის მატჩი მე-7 ადგილისთვის 24 ივლისს, 17:00 საათზე გაიმართება.