20–წლამდელები: “ქუთასისისა” და სტუ–ს გამარჯვებები

20–წლამდელები: “ქუთასისისა” და სტუ–ს გამარჯვებები

20–წლამდელთა ჩემპიონატი
თსუ – ქუთაისი  54:75
თსუ: ახალაია (15ქ, 10მ), დეკანოიძე (12ქ, 10მ)
ქუთაისი: ლომინაშვილი (24ქ, 10მ), ქორიძე (20), ტუკვაძე (10ქ. 14მ)
სტუ – დინამო    76:67
სტუ: ჩიკვილაძე (29ქ, 11მ), ჭოხონელიძე (20ქ, 18მ, 6ჩ)
დინამო: ჭიჭვეიშვილი (24ქ, 9მ), აბულაძე (16), ლომიძე (10)
 
 
შაბათს, სუპერლიგის თამაშებზე სპორტის სასახლე ისტორიულად რომ გაივსო, დღის ბოლო მატჩი 20–წლამდელებს შორის გაიმართა. ერთმანეთს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და „ქუთაისის“ გუნდები შეხვდნენ. მატჩი იმერელთა სრული უპირატესობით წარიმართა და მათი იოლი გამარჯვებით – 75:54 დასრულდა.
 
ქუთაისელთა შორის თავი იმ მოტამაშეებმა გამოიჩინეს, რომლებიც სუპერლიგაშიც თამაშობენ. ავთანდილ ლომინაშვილმა 24 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა, ხოლო ბექა ქორიძე ქუთაისელებს 20 ქულით, 6 პასით, 5 მოხსნითა და 4 ჩაჭრით შეეწია.
 

თსუ–ს ფარს უტევს ავთანდილ ლომინაშვილი
 
20–წლამდელთა ჩემპიონატის კიდევ ერთი მატჩი კვირას „დინამოს“ ბაზაზე გაიმართა. მასპინძლები სტუ–ს შეხვდნენ და მიუხედავად იმისა, რომ მესამე მეოთხედში 16 ქულას აგებდნენ, შეხვედრის ბოლოს თამაშის მოგების შანსიც გაუჩნდათ.
 
სტუ საკმაოდ ძლიერი გუნდია. ტექნიკოსებს სუპერლიგაში მოთამაშე გუნდიდან რამდენმე მოთამაშე ჰყავთ. რაც მთავარია, გუნდშია სუპერლიგის ბომბარდირი ბექა ჩიკვილაძე, რომელიც ამ მატჩის ბომბარდირიც გახდა. ჩიკვილაძემ 8 სამიანი ჩააგდო და მთლიანობაში 29 ქულა მოაგროვა, რაც გახდა კიდეც სტუ–ს გამარჯვების ფაქტორი. ტექნიკოსთა გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო ლუკა ჭოხონელიძემაც, რომელმაც 20 ქულა, 18 მოხსნა და 6 ჩაჭრა მიითვალა.
 

ლუკა ჭოხონელიძემ მორიგი ბურთი მოხსნა