20–წლამდელები: რუსთავმა ლიდერობა გაიმყარა

12 მარტი. ქუთაისი
ქუთაისი 68:104 მაკაბი
16:22 13:27 22:20 17:35
ქუთაისი:  ტუკვაძე (27 ქულა, 11 მოხსნა), კანდელაკი (12 ქულა, 9 მოხსნა)
მაკაბი: ჯანგველაძე (43), აჰმედიანი (14), ლონდარიძე (13 ქულა, 10 მოხსნა), ჯიქია (11)
 
13 მარტი. რუსთავი
რუსთავი 108:91 მართვე
25:14 31:29 20:22 32:26
რუსთავი: აბაიშვილი (25), დვალიშვილი (21 ქულა, 17 მოხსნა), ხმელიძე (18), ჩაჩანიძე (15), მაჭავარიანი (12)
მართვე: მეჭურჭლიშვილი (22 ქულა, 11 მოხსნა), მუმლაძე (19), ჭიჭვეიშვილი (16), ლომოური (13)
 

რუსთავი

11

10

1

21
სამედიცინო

10

5

5

15
მართვე

9

4

5

13
აკადემია

7

5

2

12
მაკაბი

8

4

4

12
ქუთაისი

11

0

11

11 
 
 
 
 
 
 
 
 
 
გასული სეზონის ფინალისტი მაკაბი მიმდინარე ჩემპიონატში ცოტა მოიკოჭლებს. ჯამლეტ ხუხაშვილის გუნდი მეტად არასტაბილურად გამოიყურება, თუმცა აუტსაიდერ „ქუტთაისთან“ მოგება, თანაც სტუმრად, არ გასჭირვებია.
მაკაბელმა გიორგი ჯანგველაძემ ქუთათურები არ დაინდო, 43 ქულა უთავაზა და თავის გუნდს იოლად გაამარჯვებინა. ბრძოლა არც რუსთავშვი არ შედგა, სადაც ბადრი კიკვიძის მოქმედმა ჩემპიონმა გუნდმა კახა შენგელიას „მართვე“ 17 ქულით დაამარცხა. ქვემოქართლელთა 18 წლის ლიდერმა აკაკი დვალიშვილმა ტრავმა მოიშუშა და ამ მატჩში საკუთარი შესაძლებლობები სრულად წარმოაჩინა. მან ცხრავე ორქულიანი ჩააგდო (უმეტესობა ჩატენა), 21 ქულა დააგროვა და თან 17 მოხსნაც მიითვალა.
რუსთაველებმა ამ გამარჯვებით განიმტკიცეს ლიდერობა და ალბათ უკვე პლეი ოფისთვის ემზადებიან.