20–წლამდელები: რუსთავში “მაკაბი” ბოლო წუთს დამარცხდა

5 მარტი. ქუთაისი
ქუთაისი 64:70 აკადემია
17:23 15:20 18:6 14:21
ქუთაისი: ყიფიანი (30), კანდელაკი (16 ქულა, 9 მოხსნა)
აკადემია: მეფარიშვილი (15), მუმლაძე (13 ქულა, 7 მოხსნა), ბოქოლიშვილი (12)
6 მარტი. რუსთავი
რუსთავი 82:80 მაკაბი
21:14 19:26 24:17 18::23
რუსთავი: ხმელიძე (22), აბაიშვილი (19 ქულა, 6 პასი, 6 ჩაჭრა), თვარაძე (16), დვალიშვილი (7 ქულა, 15 მოხსნა)
მაკაბი: ლონდარიძე (41 ქულა, 16 მოხსნა), კილაძე (9), ჩლაიძე (8)
 
 

რუსთავი

10

9

1

19
სამედიცინო

9

4

5

13
აკადემია

6

5

1

11
მართვე

7

3

4

10
ქუთაისი

10

0

10

10
მაკაბი

6

3

3


 
 
 
 
 
 
 
 
 
გათამაშების ლიდერმა „რუსთავმა“ შინ მძიმე ბრძოლა გადაიტანა „მაკაბისთან“. მართალია, მაკაბელები ბოლო ადგილზე არიან, მაგრამ მათ საკმაოდ გამოცდილი შემადგენლობა ჰყავთ – თითქმის იგივე შემადგენლობით თამაშობენ სუპერლიგაშიც და 20–წლამდელთა ჩემპიონატში ნებისმიერის დამარცხებაც შეუძლიათ.
ძალიან ახლოს იყო ჯამლეტ ხუხაშვილის გუნდი გამარჯვებასთან, თუმცა რუსთაველებმა ბოლო წამებზე არ დანებეს, მეტი სიზუსტე და გამჭრიახობა გამოიჩინეს და 82:80 იმარჯვეს.
რუსთაველები სულ წინ იყვნენ. თავიდან თამაში ისე დაიწყო, იფიქრებდით, მასპინძლები მეტოქეს გაანადგურებენო. 21:6 – ასე დაწინაურდნენ ქვემოქართლელები, რაც ძირითადად ლუკა ლევან ხმელიძის ზუსტი თამაშის შედეგად მოხდა. ის სამქულიანებს ზუსტად ესროდა, გარღვევებსაც ახორციელებდა და მაკაბელებიც ჩამორჩნენ. თუმცა ხუხაშვილის გუნდი არ დანებებულა და ილია ლონდარიძის აქტიურობით ჩამორჩნის შემცირება იწყო. ლონდარიძე უკანმოუხედავად უტევდა რუსთაველთა კალათს და მიუხედავად იმისა, რომ ბევრს აცილებდა, ბევრიც ჩააგდო და პირველი ტაიმის ბოლოს ანგარიში გათანაბრდა – 50:50.
მატჩი ისევ რუსთაველთა აქტიურობით განახლდა და დაიწყო კატა–თაგვობანას მსგავსი თამაში: რუსთაველები გალიდერდებოდნენ 5–7 ქულით, „მაკაბი“ დაეწეოდა. ასე მივიდა მატჩი ბოლო წუთამდე და თბილისელებმა კიდევ ერთხელ მოახერხეს ანგარიშის გათანაბრება – 80:80.
თამაშის დასრულებას 30 წამი აკლდა და მაკაბელებმა ბურთი მოიხელთეს, თუმცა შეტევის ორგანიზება ვერ მოახერხეს და რუსთაველებმა ამით ისარგებლეს. მასინძლებმა ბურთი გაათამაშეს, დრო მოიგეს და როცა სირენამდე 5 წამი რჩებოდა, მალხაზ აბაიშვილმა შეუტია. ის მაკაბელებმა ჯარიმით გააჩერეს და მალხაზმა ორივე სროლა აუღელვებლად ჩააგდო. დარჩენილ 5 წამში ხუხაშვილის გუნდმა ვეღარ შეძლო თამაშის გადარჩენა.
წინა დღეს კი ქუთაისში „აკადემია“ ჩავიდა და მასპინძლებს 6 ქულით მოუგო და ცხრილში მესამე ადგილზე აინაცვლა.
 

რუსთავი – მაკაბი.  ბურთითაა ზურაბ მაჭავარიანი
 

 

ლევან ხმელიძემ “მაკაბის” 6 სამქულიანი ჩაუგდო