საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა დღეს ესტონეთში პირველი ამხანაგური მატჩი გამართა და დიდი სხვაობით დამარცხდა. დავით უსტიაშვილის გაწვრთნილი გუნდი ტალინში იმ ნაკრებს ეთამაშა, რომელიც შარშან, ბოსნიაში გამართულ ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში ორჯერ დაამარცხა.
ესტონეთის ნაკრები შარშან საქართველოს ჯერ ჯგუფურ ეტაპზე შეხვდა და 87:88 დამარცხდა, შემდეგ კი ფინალურ მატჩში შეხვედრა 70:79 დათმო. სწორედ საქართველო და ესტონეთი გადავიდნენ შარშან B დივიზიონიდან A-ში. დღევანდელ შეხვედრას რაც შეეხება, ის მასპინძელთა სრული უპირატესობით წარიმართა.
პირველი მეოთხედი ესტონელებმა 17:11 მოგვიგეს, მეორეში კი უპირატესობა კიდევ უფრო გამართეს. განსაკუთრებით რთული ქართველებისთვის ბოლო პერიოდი აღმოჩნდა, რომელიც უსტიაშვილის გუნდმა ყველაზე დიდი სხვაობით – 15:29 წააგო. საბოლოოდ ესტონელებმა 97:62 იმარჯვეს.
ქართველთაგან ყველაზე მეტი – 15-15 ქულა დუდა სანაძემ და ბექა ჩიკვილაძემ ჩააგდეს. ათქულიან ზღვარს მერაბ ბოქოლიშვილმაც მიაღწია.
ესტონეთისა და საქართველოს ნაკრებების მეორე სპარინგ-მატჩი ხვალ ტალინში, თბილისის დროით, 20 საათზე გაიმართება.
20-წლამდელები. ამხანაგური მატჩი. ტალინი. 5 ივლისი
ესტონეთი 97:62 საქართველო
17:11, 23:218, 23:18, 29:15
საქართველო: ფხაკაძე (4), სანაძე (15), ბოქოლიშვილი (10), ბურჯანაძე (15ქ, 8მ), ლომინაშვილი; ტეტელაშვილი (1), ელიაძე, ჯავახიშვილი (2), მაჩალაძე, თენიეშვილი (3), ალხანაიძე (6), როგავა (6)