20–წლამდელებმა ევროპის ჩემპიონატი საჯვალიფიკაციო ჯგუფის მოგებით დაასრულეს

ევროპის ჩემპიონატი. B დივიზიონი.
დანია 80:83 საქართველო
 
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს 20–წლამდელთა ნაკრებმა 7 თამაშიდან 5 მოიგო, ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში გამოსვლა მე–13 ადგილზე დაასრულა.  მიხეილ ბერუაშვილის გუნდმა პირველ ჯგუფურ ეტაპზე ყველაზე პრინციპული, საწყისი 2 მატჩი დათმო და შემდეგ ზედიზედ მოგებული 5 მატჩიც არ ეყო, რათა ტურნირზე მაღალი ადგილი დაეკავებინა.
 
მას შემდეგ, რაც ჩვენი ოცწლამდელები ჯგუფიდან ვერ გავიდნენ, საკვალიფიკაციო ჯგუფში აღმოჩდნენ ბელარუსის, შვეიცარიის, რუმინეთისა და დანიის გუნდებთან. საქართველოს ნაკრებმა ყველა ამ მეტოქეს ამავე თანმიმდევრობით მოუგო.გუშინ ჩვენებმა ჯგუფის გაამარჯვებულის გამოსავლენ მატჩში დანიელები 83:80 დაამარცხეს.
 
როგორც ანგარიშიდან ჩანს, გამარჯვება იოლად არ მოსულა. პირველ ტაიმში დანიელებმა აჯობეს ჩვენებს და დიდ შესვენებაზე 2–ქულიანი ლიდერობით გავიდნენ. ბერუაშვილის შეგირდებმა მესამე მეოთხედში მოახდინეს გარდატეხა, როცა ათწუთეული 23:14 მოიგეს და გადამწყვეტი მეოთხედის წინ 7 ქულით დაწინაურდნენ.
 
ბოლო წუთებზე სკანდინავიელები ეცადნენ, მაგრამ დაწინაურებული ქართველების წამოწევა ვეღარ მოახერხეს. საქართველოს ნაკრებში ბექა ჩიკვილაძე გამოირჩა 19 ქულით, ხოლო აკაკი დვალიშვილმა, რომელმაც 7–დან 7 ორქულიანი ჩაააგდო, 15 ქულას და 10 მოხსნას მოუყარა თავი.
 
მაშ ასე, 20–წლამდელებმა ევროპის ჩემპიონატის B დივივისზიონში თამაში 7–დან 5 გამარჯვებით და მე–13 ადგილით დაასრულეს. ცნობისთვის კი აღვნიშნავთ, რომ ჯგუფში ქართველებისგან ძლეული შვედეთი ფინალში გავიდა და შესაბამისად A დივიზიონის საგზურიც მოიპოვა. ხოლო ისრაელი, რომელთანაც ტოლ–სწორ ბრძოლაში დავთმეთ ჯგუფიდან გასასვლელი მატჩი, მე–5 ადგილზე გავიდა.
 1.         საქართველო           4                      4/0                   333/285                      8
2.         რუმინეთი               4                      2/2                   300/303                      6
3.         დანია                        4                      2/2                   299/277                      6
4.         შვეიცარია                4                      1/3                   250/301                      5
5.         ბელარუსი                4                      1/3                   260/276                      5