20–წლამდელებში რუსთაველები გალიდერდნენ

 
28 ნოემბერი. რუსთავი
რუსთავი 95:82 მაქაბი
31:22 26:22 23:20 15:18
რუსთავი: დვალიშვილი (21), ხმელიძე (20), სიხარულიძე (16), ჩაჩანიძე (14)
მაქაბი: ლონდარიძე (21 ქულა, 19 მოხსნა), იოსელიანი (18), ჯანგველაძე (16)
 
30 ნოემბერი. თბილისის სპორტის სასახლე
მაქაბი 101:80 ქუთაისი
21:16 25:16 25:21 30:27
მაქაბი: იოსელიანი (19 ქულა, 10 მოხსნა), ჯანგველაძე (19), აჰმედიანი (18), სუდაძე (15)
ქუთაისი: სვანიძე (24), ყიფიანი (15), კანდელაკი (11 ქულა, 10 მოხსნა)
სამედიცინო 65:90 მართვე
17:25 13:18 14:24 21:23
სამედიცინო: მაისურაძე (15), ჩქარეული (12), გაბისონია (12)
მართვე: მუმლაძე (18 ქულა, 4 ჩაჭრა), ბააკაშვილი (16 ქულა, 12 პასი), ლომოური (11 ქულა, 10 მოხსნა)

 

თამაში

მოგება

წაგება

ქულა
რუსთავი

4

3

1

7
მაქაბი

4

3

1

7
აკადემია

3

3

0

6
ქუთაისი

3

0

3

3
სამედიცინო

3

0

3

3
მართვე

3

1

2

4
“მაქაბი” – “ქუთაისი”

 
ტურნირის ერთადერთი დაუმარცხებელი გუნდი “აკადემია” ამ ტურში ისვენებდა და ცენტრალური შეხვედრას რუსთავმა უმასპინძლა. მოქმედი ჩემპიონი რუსთაველები სუპერლიგაშიც მოთამაშე “მაქაბის” შეხვდნენ და საკმაოდ იოლადაც მოუგეს.
ჯამლეტ ხუხაშვილის “მაკაბი” სუპერლიგაში საქარტველოს საუკეთესო გუნდებთან ჭიდილში საკმაო გამოცდილებას იჭებს, თუმცა რუსთავში ამის მიუხედავად შანსი არ ჰქონია. მართალია, მასპინძლებსაც ჰყავთ რამდენიმე ისეთი წევრი, რომლებსაც უმაღლეს ლიგაში “ენერჯი–ინვესტის” შემადგენლობაში ათამაშებენ, მაგრამ სუპერლიგურ გამოცდილებაში ქვემოქართლელები მაქაბელებთან ვერ მივლენ.
ასეა თუ ისე, რუსთაველებმა მორიგი გამარჯვება იზეიმეს და ცხრილში გალიდერდნენ. ქვემოქართლელთა წარმატებაში ლომის წილი უდევთ ლევან ხმელიძესა და აკაკი დვალიშვილს. ეს უკანასკნელი 18–წლიანთა ჩემპიონატშიც თამაშობს და ის სულაც საოცრებებს სჩადის. 30–ქულიანი და 20–მოხსიანი ბარიერის დაძლევა მისთვის ჩვეულებრივი ამბავია. მაქაბელებს დვალიშვილმა 21 ქულა ჩაუგდო, რასაც ხმელიძემ 20 მოაყოლა და რუსთაველებმაც საბოლოოდ 95:82 გაიმარჯვეს.
რუსთავში წაგების შემდეგ “მაქაბიმ” ხასიათი თბილისში “ქუთაისის” ძლევით გამოიკეთა. სპორტის სასახლეში გამართული მეორე შეხვედრაში კი “მართვემ” პირველი საამსეზონო გამარჯვება მოიპოვა – “ქუთაისს” 90:65 მოუგო

“სამედიცინო” – “მართვე”