დინამო – ნიკე 104:86
გუშინ აგრარული უნივერსიტეტის დარბაზში გადადებული მატჩი ჩატარდა. „ნიკესა“ და „დინაოს“ დაპირისპირება ძალიან ნერვიულად წარიმართა და საბოლოოდ დინამოელთა გმარჯვებით დასრულდა. „ნიკემ“ მატჩი 3 მოთამაშით ჩაამთავრა.
საბოლოო ანგარიში დინამოელთა სოლიდურ უპირატესობაზე მიუთთებს, თუმცა უნდა ითქვას, რომ დავით თორთლაძის გუნდმა ბოლო მეოთხედამდ ვერაფით მოახერხა ნიკელების გატეხვა. პირველი მეოთხედი გია ტეტელაშვილის „ნიკემ“ 2 ქულით მოიგო, ხოლო პირველი ტაიმი ფრედ – 42:42 დასრულდა.
„ნიკეს“ წინამძღოლობდა უკანახაზელი გიორგი ტეტელაშვილი, რომელის წამდაუწუმ მეტოქის ფარისკენ ილტვოდა და უმეტესად ინდივიდუალურ გარღვევებს ახორციელებდა.
„დინამო“ კი უფრო გუნდურ კალათბურთს თამაშობდა, კომბინაციებზე და ბურთის ბოლომდე გათამაშებაზე აწყობილს. გიორგი გლოველი ბურთის გათამაშებისას ხშირად კი კარგავდა ბურთს, თუმც სანაცვლოდ, დინამოელთა წინა ხაზი ჩაუქობდა და ეს გუნდი უმეტესად ლიდერის ამპლუაში იყო. ირაკლი ალხანაიძე ფარქვეშეთში მეტოქეებს ჩრდილავდა – „ნიკეს“ მაღლებმა სამწამიანში ფეხი ვრ მოიკიდეს და ბოლო მეოთხედში კვანძიც გაიხსნა. უფრო სწორად, ამ კვანძის გახსნას გარკვეულწულად ნიკელებმაც შეუწყვეს ხელი, რომლებიც მსაჯობით უკმაყოფილებას ღიად გამოხატავდნენ და რამდენჯერმე ტქნიკური ჯარიმაც დაიმსახურს.
თამაშის დასრულებამდე 7 წუთით ადრე ანგარიში 72:70 იყო „დინამოს“ სასარგებლოდ და თითქოს საინტერესო და დაძაბული ფინალიც უნდა ყოფილიყო, მაგრამ… თორთლაძის გუნდმა ერთ შეტევაშიი 9 ქულა მოიპოვა და 81:70 დაწინაურდა. დინამოელთა ამ შეტევისას „ნიკეს“ მოთამაშეებმა 2 ტექნიკური და 2 პერსონალუი ჯარიმა მიიღეს – დავით დეკანოიძემ და გიორგი გლოველმა კი საჯარიმოს ხაზიდან არ დაინდეს „ნიკე“ და თავიანთ გუნდს 11–ქულიანი უპირატესობა დაუბევეს.
აქ თამაშის ბედი ფაქტობრივად გაირკვა, რადგან „ნიკეს“ მოთამაშეები საჯარიმოებით იყვნენ დახუნძლულნი და რაკი საკმარისი სამარქაფოები არ ჰყავდათ, აბოლოოდ კაცნაკლულნი დარჩნენ. ტეტელაშვილის გუნდს ერთმანეთის მიყოლებით გაუვარდა მოედნიდან მოთამაშეები და რაკი შემცვლელები არ ჰყავდა, ჯერ 4 კალათბურთელით დარჩა, ბოლო ორ წუთში კი მოედანზე „ნიკეს“ მხოლოდ 3 წევრი იყო.