20–წლამდელთა ჩემპიონატი: “მართვე” პლეი ოფისკენ აფრინდა

22 მარტი. სპორტის სასახლე
მაკაბი 79:100 რუსთავი
10:25 20:19 15:29 34:30
მაკაბი: ჯანგველაძე (46 ქულა, 15 მოხსნა), აჰმედიანი (9)
რუსთავი: დვალიშვილი (19 ქულა, 21 მოხსნა), გ. გურული (15), თვარაძე (14), ხმელიძე (11)
მართვე 87:70 აკადემია
20:15 22:22 14:11 31:22
მართვე: ტუხაშვილი (18 ქულა, 18 მოხსნა), მუმლაძე (15), ლომოური (14)
აკადემია: ბოქოლიშვილი (17), გასიტაშვილი (14), ჯავახიშვილი (13 ქულა, 10 მოხსნა)
 
 

რუსთავი

12

11

1

23
მართვე

11

6

5

17
სამედიცინო

12

5

7

17
მაკაბი

10

5

5

15
აკადემია

8

5

3

13
ქუთაისი

11

0

11

11 
 
 
 
 
 
 
 
 
 
კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა პლეი ოფისკენ კახა შენგელიას „მართვემ“, რომელმაც გუშინ თბილისის სპორტის სასახლეში „აკადემია“ დაამარხცა. არადა, ამ წლის დასაწყისში მართველებს ერთადერთი გამარჯვება ჰქონდათ მოპოვებული, თუმცა ბოლო 4 მატჩიდან ყველა მოიგო და მეორე ადგილზე აინაცვლა.
შენგელიას გუნდის მეტოქე საკმაოდ ძლიერი და მოტივირებული „აკადემია“ იყო. გია ჯაზანჯიანის გუნდს ალიდერი რუსთაველების შემდეგ ყველაზე ნაკლები წაგება განეცადათ 20–წლამდელთა ჩემპიონატში, თუმცა მართველებმა მათ ისე მოუგეს, რომ შანსი არ დაუტოვეს.
ლევან ტუხაშვილმა ისევ შედეგიანად ითამაშა. ეს ახალგაზრდა „მართვეს“ 1 მეორე წრეში დაემატა და ფარქვეა პრობლემა გადაუჭრა. იშვიათად ხდება, რომ ტუხაშვილმა 20–ზე ნაკლები მოხსნა მოაგროვოს და ეს შემთხვევა გუშინ იყო – ლევანმა „მხოლოდ“ 18 ბურთი მოხსნა, თუმცა ესეც რომ ძალიან ბევრია, თამაშის მსვლელობამაც გამოაჩინა.  „მართვე“ ფარქვეშ გაბატონებულიყო და აკადემიელ ტანმაღალ მოთამაშეებს გასაქანს არ აძლევდა, რაც განსაკუთრებით ბოლო მეოთხედში გახდა აშკარა, როცა მოედანზე ერეკლე მეჭურჭლიშვილი გამოვიდა. ერეკლებ მეტოქის ფარქვეშ არავის დაეჩაგვრინა, მოსახსნელს ხსნიდა და ჩასაგდებს აგდებდა. მეჭურჭლიშვილმა ბოლო მეოთხედში 7–დან 6 ორქულიანი ჩააგდო, 7 ბურთი მოხსნა და ამასთან მისმა თანაგუნდელმა ბექა ჭიჭვეიშვილმა 3 სამიანიც  რომ მიითვალა, „აკადემია“ უშანსოდ დარჩა.
გუშინვე გაიმართა მეორე შეხედრა, რომელშიც ერთმანეთს გასული სეზონის ფინალისტები: „რუსთავი“ და „მაკაბი“ შეხვდნენ. თუმცა დღეს ამ გუნდებს შორის იმხელა სხვაობააა, რომ მატჩმა ჩვეული დაძაბულობის გარეშე ჩაიარა. რუსთაველებმა იოლად მოუთავეს საქმე ერთ მოთამაშეზე, გიორგი ჯანგველაძეზე დამოკიდებულ მაკაბელებს. ჯანგველაძემ 46 ქულა მოაგროვა, როცა ვერც ერთმა მისიანმა 10–ქულიანის ზღვრის დაძლევაც კი ვერ მოახერხა.
რუსთაველთაგან კი ისევ აკაკი დვალიშვილი გამოირჩა, რომელმაც 19 ქულა და 21 მოხსნა მოაგროვა. სხვათა შორის, დვალიშვილმა გასულ კვირაში კიდევ ორ  სხვა ჩემპიონატში ითამაშა, ორივეგან გაიმარჯვა და საუკეთესო იყო საკუთარ გუნდში. 18–წლამდელთა ჩემპიონატში რუსთაველებმა 17 მარტს „დინამო“ რომ დაამარცხეს, აკაკიმ 25 ქულა და 24 მოხსნა მიითვალა, ხოლო გასულ პარასკევს სუპერლიგური „ენერჯი–ინვესტის“ შემადგენლობაში დვალიშვილმა 23 ქულა და 18 მოხსნა დააგროვა „მაკაბისთან“.
 

მაკაბი – რუსთავი
 

მაკაბი – რუსთავი
 

მაკაბი – რუსთავი. თბილისელთა ფარს უტევს მალხაზ აბაიშვილი
 
მართვე – აკადემია. ნოდარ თენიეშვილისა და
ლევან ტუხაშვილის (#14) საჰაერო დუელი
 

მართვე – აკადემია