ხვალ საქართვეკის 20–წლამდელთა ნაკრები ავსტრიაში მიემგზავრება, სადაც 14–დან 24 ივლისამდე ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებენ. ჩვენი ნაკრები B დივიზიონშია და შეეცდება, საუკეთესო 2 გუნდს შორის მოხვდეს, რათა მომავალ წელს A დივიზიონში თამაშის უფლება მოიპოვოს.
მიხეილ ბერუაშვილის დამოძღვრილი გუნდს ჯგუფურ ეტაპზე ეს მეტოქეები ეყოლება: შვედეთი, ისრაელი და უნდგეთი. ჯგუფიდან კი 2 საუკეთესო გადის.
მწვრთნელებმა საბოლოო შემადგენლობა დღეს გამოაცხადეს. გიორგი შარაბიძეს ბოლო მომენტში მოუგვარდა სავიზო პრობლემა და შემადგენლობაში გიორგი რევაზაშვილის ადგილი დაიკავა. იოსებ ლეჟავამ კი თურქულ შეკრებაზე მიიღო ტვინის შერყევა და ავსტრიაში წამსვლელ გუნდს გამოაკლდა.
ჩვენი ნაკრები ავსტრიაში 11 მოთამაშით გაემგზავრა, რადგანაც გუნდის ლიდერი თორნიკე შენგელია ავსტრიაში იმყოფება, ეროვნული ნაკრების შეკრებაზე. გადაწყვეტილია, რომ შენგელია ჩვენს 20–წლამდელთა ნაკრებს საწყის სამ მატჩში დაეხმარება, შემდეგ კი შესაძლოა ის 20–წლამდელებს გამოაკლდეს და ეროვნულ გუნდს თბილისში გამოჰყვეს საერთაშორისო ტურნირზე სათამაშოდ. თუმცა ეს საკითხი უშუალოდ ავსტრიაში გადაწყდება.
დღეს კი 20–წლამდელები ავსტრიაში გამგზავრების წინ კიდევ ერთხელ ეთამაშნენ 18–წლამდელთა ნაკრებს და კვლავ დაამარცხეს. თამაშს პრესის და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.
14 ივლისი
საქართველო – უნგრეთი 17:45
16 ივლისი
საქართველო – ისრაელი 15:30
18 ივლისი
საქართველო – შვედეთი 22:15
სახელი, გვარი
დაბად.თარიღი
სიმაღლე
გუნდი
ბექა ჩიკვილაძე
12.02.1991
195
ალბასეტე (ესპანეთი)
ლევან ხმელიძე
15.05.1991
195
ენერჯი–ინვესტი
აკაკი დვალიშვილი
14.02.1991
206
ენერჯი–ინვესტი
ზურაბ მაჭავარიანი
22.05.1990
190
ენერჯი–ინვესტი
გივი ბაქრაძე
26.05.1991
185
კორიკო (ფინეთი)
გიგა კვეტენაძე
16.01.1990
200
სოხუმი
რევაზ ჩაჩანიძე
31.07.1990
185
ენერჯი–ინვესტი
გიორგი ნანიტაშვილი
12.04.1990
186
დინამო
აკაკი ლომოური
17.01.1991
196
სამედიცინო
ბექა ბექაური
18.01.1991
208
სამედიცინო
თორნიკე შენგელია
05.10.1991
207
ვალენსია (ესპანეთი)
გიორგი შარაბიძე
27.04.1990
210
ვალენსია (ესპანეთი)
მწვრთნელები, ხელმძღვანელობა, ექიმი
მიხეილ ბერუაშვილი
მთავარი მწვრთნელი
ზაზა გაბისონია
ასისტენტი
გელა წულაძე
გუნდის უფროსი
ზურაბ იოსელიანი
ექიმი