საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე 13-20 ადგილებისთვის ბრძოლა მასპინძლებთან წაგებით დაიწყო. დავით უსტიაშვილის გუნდი რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა: ევროპის ჩემპიონატამდე გუნდის ლიდერი ბექა ბურჯანაძე გამოაკლდა, ხოლო ჩემპიონატის მსვლელობისას, კიდევ ერთმა ლიდერმა, გიორგი ცირეკიძემ ტვინის შერყევა მიიღო.
ლიდერების გარეშე დარჩენილმა საქართველოს ნაკრებმა ესტონეთთან 52:74 წააგო. მასპინძლები, რომლებიც ჯგუფიდან ვერ გავიდნენ, A დივიზიონში დასარჩენად იბრძვიან და საქართველოსთან მოგებით ხელსაყრელ სიტუაციაში არიან. ესტონელები თავიდანვე დაწინაურდნენ და მატჩიც ისე გაილია, საქართველოს წარმატების შანსი არ მისცემია.
პირველ პერიოდში ქართველებმა ლერი კვანტალიანის აქტიურობით მეტოქეს წინააღმდეგობა გაუწიეს და მეოთხედი 16:20 დათმეს. მეორე და მესამე პერიოდები საქართველომ 10-10 ქულით წააგო და მატჩის ბედიც მასპინძელთა სასარგებლოდ გადაწყდა. ქართველთაგან 13 ქულით საუკეთესო ოთარ ფხაკაძე იყო, 10 ქულა დააგროვა რევაზ როგოავამ, ხოლო შოთა გელაზონიამ 6 ქულა და 14 მოხსნა დააგროვა. ქართველებმა ფარზე ტოლი არ დაუდეს მეტოქეს, საბოლოოდ ორივე გუნდს 46-46 მოხსნა დაუგროვდა, თუმცა ესტონელებმა მეტი სიზუსტით ესროლეს და გამარჯვებაც მათ დარჩათ.
ჩვენი საკვალიფიკაციო ჯგუფის მეორე მატჩში ბულგარეთმა დაძაბულ ბრძოლაში – 61:57 დაამარცხა შვედეთი. საქართველოს ნაკრები ხვალ ბულგარეთს, თბილისის დროით 12:15 საათზე ეთამაშება.
ევროპის ჩემპიონატი. ფინალური ეტაპი. ტალინი. 15 ივნისისაქართველო 52:74 ესტონეთი
16-20, 12-22, 7-17, 17-15
სრული სტატისტიკა: 52:74