20-წლამდელთა ნაკრებმა ევროჩემპიონატზე გამგზავრების წინ ღია ვარჯიში გამართა

20-წლამდელთა ნაკრებმა ევროჩემპიონატზე გამგზავრების წინ ღია ვარჯიში გამართა

დღეს საქართველოს 20-წლამდე კალათბურთელთა ნაკრები ბოსნია-ჰერცეგოვინის დედაქალაქ სარაევოში მიემგზავრება, სადაც 14 ივლისიდან ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირი აიღებს სტარტს.
 
B  დივიზიონის A ჯგუფში მოასპარეზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები პოლონეთის, მაკედონიის, ესტონეთის, შვეიცარიისა და რუმინეთის ნაკრები გუნდები იქნებიან. ელიტარული, A დივიზიონის საგზურს ტურნირზე 1–2 ადგილებზე გასული გუნდები მიიღებენ.
 

 
20-წლამდელებმა შეკრების დროს ოთხი საკონტროლო შეხვედრა ჩაატარეს, აქედან სამი, ზვოლეს (ნიდერლანდები) საერთაშორისო ტურნირში, ხოლო ერთი, ეროვნული ნაკრების წევრობის კანდიდატებთან. 20-წლამდელებმა ნიდერლანდების 20 და 23-წლამდელებს, შესაბამისად, 87:64 და 87:83 მოუგეს, ხოლო ავსტრიის 20-წლამდელებთან 82:89, ხოლო ეროვნული წევრობის კანდიდატებთან 77:85 დამარცხდნენ.
 
გუშინ  20-წლამდელთა ნაკრებმა გამგზავრების წინ ბოლო ვარჯიში გამართა, რომელსაც ჟურნალისტებიც დაესწრნენ. მწვრთნელმა, დავით უსტიაშვილმა დაასახელა ის 12 კალათბურთელი, რომელსაც სარაევოში იახლებს.
 
 
 
გამთამაშებლები: გივი ბაქრაძე (უგუნდო), იოსებ ლეჟავა (თსსუ), ტატო თავართქილაძე (თსსუ)
მსროლელები: ბექა ჩიკვილაძე (სტუ), მერაბ ბოქოლიშვილი (აველინო, იტალია), დუდა სანაძე (ბთაუმი)
მსუბუქი ფორვარდი: აკაკი ლომოური (სტუ)
მძიმე ფორვარდი: ნოდარ თენეიშვილი (ბათუმი), თორნიკე შენგელია (პეპინსტერი, ბელგია), გიორგი რევაზაშვილი (მაკაბი)
ცენტრი: აკაკი დვალიშვილი (თსსუ), ბექა ბექაური (თსსუ)
მთავარი მწვრთნელი: დავით უსტიაშვილი
ასისტენტი: არჩილ ჟღენტი
 
A ჯგუფის შეხვედრათა განრიგი14 ივლისიმაკედონია – პოლონეთირუმინეთი – ესტონეთისაქართველო – შვეიცარია 
15 ივლისიპოლონეთი – რუმინეთიესტონეთი – შვეიცარიასაქართველო – მაკედონია 
16 ივლისისაქართველო – პოლონეთიმაკედონია – ესტონეთიშვეიცარია – რუმინეთი 
17 ივლისირუმინეთი – მაკედონიაპოლონეთი – შვეიცარიასაქართველო – ესტონეთი 
18 ივლისისაქართველო – რუმინეთიესტონეთი – პოლონეთიმაკედონია – შვეიცარია