20-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი რუმინეთთან მარცხით დაიწყო

20-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი რუმინეთთან მარცხით დაიწყო

საქართელოს 20-წლამდელთა ნაკრებმა წარუმატებლად დაიწყო ევროპის ჩემპიონატის „ბ“ დივიზიონი. ჯგუფის, რომელშიც საქართველოსთან ერთად რუმინეთის, მალტის, ალბანეთისა და მაკედონიის ნაკრებები არიან, ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გაწვრთნილ,ა გუნდმა პირველი მატჩი წააგო. ქართველების პირველი მეტოქე მასპინძელი რუმინეთი იყო, რომელმაც 63:51 იმარჯვა და ჩვენს გუნდს საქმე გაურთულა.

ქართველებმა ბოლო პერიოდი ჩააგდეს, რომელიც 8:19 წააგეს და საბოლოოთ 12 ქულით დამარცხდნენ. საქართელოს ნაკრებში არ უთამაშია ლევან ბაბილოძეს, რომელიც ტრავმირებულია, საუკეთესო შედეგი კი გოგა ბითაძემ დააფიქსირა – 15 ქულა მოაგროვა. 10 ქულა ჰქონდა დავით ლომიძეს, დავით აფხაზავამ კი თავი 8 ქულას მოუყარა.
ჩვენი ჯგუფის მეორე მატჩში ალბანეთმა მალტას 92:61 მოუგო, ხოლო ჯგუფის მე-5 წევრი მაკედონია ისვენებდა. საქართველოს ნაკრები მორიგ მატჩს 15 ივლისს, თბილისის დროით 15 საათზე, მალტასთან გამართავს.
საქართველო – რუმინეთი 51:63 (სტატისტიკა)