20–წლამდელთა ნაკრებმა თურქეთში წასვლის წინ ღია ვარჯიში გამართა

20–წლამდელთა ნაკრებმა თურქეთში წასვლის წინ ღია ვარჯიში გამართა

საქართველოს 20–წლამდელთა ნაკრები თურქეთში, სპარინგ–მატჩების სათამაშოდ მიემგზავრება. მიხეილ ბერუაშვილისა და ზაზა გაბისონიას გაწვრთნილი ჩვენი ნაკრები ქალაქ სტამბოლში სამ ამხანაგურ მატჩს გამართავს. 4 და 5 ივლისს ჩვენები A დივიზიონში მყოფ თურქეთის 20–წლამდელთა ნაკრებს გაეჯიბრებიან, ხოლო მესამე მეტოქე სავარაუდოდ სტამბოლური გუნდი იქნება, რომლის ვინაობაც ადგილზე ჩასვლის შემდეგ გაირკვევა. თურქეთის კალათბურთის ფედერაციამ ამ პირობით მიიწვია ჩვენი ნაკრები სტამბოლში, რომ 20–წლამდელთა ნაკრებთან ერთად ადგილობრივ კლუბთანაც გააჯიბრებდა.
 
ეს გახლავთ მოსამზადებელი ეტაპი ევროპის ჩემპიონატისთვის (B დივიზიონი), რომელიც ავსტრიის ქალაქ გესინგსა და ობერვარტში 14–24 ივლისს გაიმართება. ჯგუფში საქართველოს ნაკრების მეტოქეები იქნებიან ისრაელი, უნგრეთი და შვედეთი.
 
დღეს ვაკეში მდებარე საკალათბურთო აკადემიის დარბაზში 20–წლამდელთა ნაკრებმა ღია ვარჯიში გამართა. ქვემოთ მოყანილი შემადგენლობიდან ვარჯიშს არ დაესწრნენ თორნიკე შენგელია და გიორგი შარაბიძე. შენგელია ავსტრიაში გაემგზავრა ეროვნული ნაკრების შეკრებაზე, ხოლო შარაბიძე ჯერაც ესპანეთშია, პირად საქმეებს აგვარებს და ნაკრებს, შესაძლოა, თურქეთში შეუერთდეს. რაც შეეხება თორნიკე შენგელიას, მის შესახებ მთავარმა მწვრთნელმა, მიხეილ ბერუაშვილმა ეს განაცხადა:
 
– შენგელია ეროვნულ ნაკრებშია გამოძახებული და თუკი მწვრთნელი იგორ კოკოშკოვი საჭიროდ ჩათვლის, ის ეროვნულში დარჩება. ამ ეტაპზე ისაა ცნობილი, რომ შენგელია ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც ასევე ავსტრიაში ტარდება, ჯგუფური ეტაპის სამ მატჩში დაგვეხმარება. არაა გამორიცხული, რამე შეიცვალოს. ერთი სიტყვით, ეროვნული ნაკრების მწვრთნელზეა დამოკიდებული ყველაფერი…
– თურქეთში შეკრება საკმაოდ წაადგება ჩვენს ნაკრებს. ამ ქვეყნის ახალგაზრდული გუნდი ევროპაში ერთ–ერთი საუკეთესოა და A დივიზიონშიც საკმაო ამბიციები გააჩნია. თურქებთან თამაშში დავინახავთ ჩვენი ნაკრების დადებით და უარყოფით მხარეებს.
 
20–წლამდელთა ნაკრები თურქეთიდან 7 ივლისს დაბრუნდება, ხოლო 12 ივლისს უკვე ავსტრიაში, ევროპის ჩემპიონატზე სათამაშოდ გაემგზავრება.
 

სახელი, გვარი

დაბად.თარიღი

სიმაღლე

გუნდი
ბექა ჩიკვილაძე

12.02.1991

195

ალბასეტე (ესპანეთი)
იოსებ ლეჟავა

31.05.1991

186

სამედიცინო
ლევან ხმელიძე

15.05.1991

195

ენერჯი–ინვესტი
აკაკი დვალიშვილი

14.02.1991

206

ენერჯი–ინვესტი
ზურაბ მაჭავარიანი

22.05.1990

190

ენერჯი–ინვესტი
გივი ბაქრაძე

26.05.1991

185

კორიკო (ფინეთი)
გიგა კვეტენაძე

16.01.1990

200

სოხუმი
რევაზ ჩაჩანიძე

 31.07.1990

185

ენერჯი–ინვესტი
გიორგი ნანიტაშვილი

12.04.1990

186

დინამო
აკაკი ლომოური

17.01.1991

196

სამედიცინო
გიორგი რევაზაშვილი

24.01.1991

209

მაკაბი
ბექა ბექაური

18.01.1991

208

სამედიცინო
თორნიკე შენგელია

05.10.1991

207

ვალენსია (ესპანეთი)
გიორგი შარაბიძე

27.04.1990

210

ვალენსია (ესპანეთი)
 მწვრთნელები,  ხელმძღვანელობა, ექიმი

 

 
მიხეილ ბერუაშვილი

მთავარი მწვრთნელი
ზაზა გაბისონია

ასისტენტი
გელა წულაძე

გუნდის უფროსი
ზურაბ იოსელიანი

ექიმი