2002-წლიანთა ნაკრებმა ევროპის ლიგის მესამე ეტაპი პოლონეთში მასპინძლებთან მოგებით დაიწყო

2002-წლიანთა ნაკრებმა ევროპის ლიგის მესამე ეტაპი პოლონეთში მასპინძლებთან მოგებით დაიწყო

საქართველოს 2002 წელს დაბადებულთა ნაკრები პოლონეთის ქალაქ ჟორიში დღეს ევროპის ლიგის მესამე ეტაპში ჩაერთო. თემურ კანკიასა და ჯაბა ბაქრაძის გაწვრთნილმა გუნდმა ტურნირის პირველი ეტაპი 24-27 ნოემბერს, ლატვიის დედაქალაქ რიგაში ჩატარა, ხოლო მეორე – მოსკოვში. გასული ეტაპებზე გამართული 10 მატჩიდან ქართველებმა მხოლოდ 1 შეხვედრა მოიგეს.

დღეს, პოლონეთში დაწყებული მესამე ეტაპი საქართველოს ნაკრებმა მოგებით დაიწყო. ქართელების მეტოქე ადგილობრივი გუნდი „ჟორსკა“ გახლდათ, რომელსაც კანკიას გუნდმა დამაჯერებლად – 82:64 მოუგო.
საქართელოს ნაკრებში 18 ქულით ბომბარდირი გახდა ირაკლი კილაძე. 17 ქულა და 8 მოხსნა დააგროვა გიორგი ბიგანაშვილმა, ხოლო რომა ჟინჟარაულისა და ზურა ვაშაკიძის ანგარიშზე 12-12 ქულა დაგროვდა.
საქართველოს ნაკრების სრული შემადგენლობა ასე გამოიყურება:
ვახტანგ გოგბერაშვილი, გიორგი ბიგანაშვილი, დავით სახოკია, ნიკოლოზ ნუცუბიძე, ირაკლი კილაძე, პაპუნა ცხვედიანი, რომა ჭინჭარაული, ზურაბ ვაშაკიძე, მათე კაპანაძე, ნიკა კიშკო, დავით გოგაძე, საბა შარვაშიძე.
საქართელო – ჟორი (პოლონეთი) 82:64 (სტატისტიკა)
მე-3 ეტაპზე დარჩენილი მატჩების კალენდარი:
17 მარტი, 18:00 ტრაპანი (იტალია) VS საქართველო 18 მარტი, 13:30 საქართველო VS ელექტროლუქსი (ლიტვა) 18 მარტი, 18:00 საბონისის აკადემია (ლიტვა) VS საქართელო 19 მარტი, 15:00 საქართელო VS რიგა (ლატვია)მითითებულია თბილისის დრო