2003-წლიანთა მინისაკალათბურთო ფესტივალზე ჯგუფური ეტაპი სრულდება

2003-წლიანთა მინისაკალათბურთო ფესტივალზე ჯგუფური ეტაპი სრულდება

საკალათბურთო აკადემიის დარბაზში მიმდინარეობს 2003 წელს დაბადებულთა საქართველოს მინისაკალათბურთო ფესტივალი, რომლის ორგანიზატორიც ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრი, მხარდამჭერი კი საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია.
ხვალ გაირკვევა პლეი ოფში გამსვლელთა სრული შემადგენლობა. დღესდღეობით კი ცნობილია, რომ მეოთხედფინალში გასულნი არიან „რუსთავი“, „ოვერტაიმი“, „ქუთაისი“, „აკადემია 1“, „დინამო“ და „აქსე“. ხვალინდელ მატჩებშ უნდა გამოვლინდეს 2 საუკეთესო მესამეადგილოსანი, რომლებიც მეოთხედფინალს შეავსენებ.
ყველა ჯგუფში გუნდების თანაბარი რაოდენობა არაა. ამიტომ, იმ ჯგუფში, სადაც 5 გუნდია, მესამე ადგილზე გასულ გუნდს ბოლოადგილოსანთან ნაჩვენები შედეგი არ ჩაეთვლება. ამ გზით ყველა ჯგუფის მესამეადგილოსანი თამაშების თანაბარი რაოდენობით გაარკვევს ერთმანეთში 2 საუკეთესოს. მესამე ადგილიდან პლეი ოფში გასვლის კანდიდატები არიან „აკადემია 2“ და „ჰიუნდაი“.