ჯუნიორ ნბა-ს 2026 წლის გათამაშებაში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია ხვალიდან (6 მაისიდან)იწყება. შეგახსენებთ, რომ ტურნირი ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) მიერაა ორგანიზებული, რომელიც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, ადგილობრივ კალათბურთის ფედერაციებთან თანამშრომლობით ხორციელდება.
ტურნირში 9-12 წლის მოზარდები მონაწილეობენ და წლეულს ჯუნიორ ნბა-ში 2014, 2015, 2016 და 2017 წელს დაბადებულებს უწევთ თამაში. მხოლო გოგონათა მაქსიმალური ასაკი არის 13 წელი( 2013 წელს დაბადებული გოგონები). ტურნირში მონაწილეობის მსურველთა ჭარბი რაოდენობიდან გამომდინარე, თავდაპირველად საკვალიფიკაციო ეტაპი გაიმართება, რომელიც სავარაუდოდ 18 მაისს დაიწყება. მონაწილეობის მსურველმა საკალათბურთო სკოლებმა ელექტრონულ ფოსტაზე უნდა გამოაგზავნონ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენი გუნდით და ჯუნიორ ნბა-ს რომელ ლიგაში (A, B, C ლიგები) აპირებენ თამაშს.
რეგისტრაცია 6 მაისს დაიწყება და გაგრძელდება 13 მაისის ჩათვლით.