22-წლამდელთა ჩემპიონატში პლეი ოფი დაიწყო | რუსთავმა გურჯაანი დაამარცხა

22-წლამდელთა ჩემპიონატში პლეი ოფი დაიწყო | რუსთავმა გურჯაანი დაამარცხა

საქართველოს 22-წლამდელთა ჩემპიონატში პლეი ოფი დაიწყო. შეგახსენებთ, რომ აღნინულ ტურნირში “ა” ლიგებიდან ყველაზე მეტი – 22 გუნდი მონაწილეობს, რომელთაგან პირველობას 8 საუკეთესო შემორჩა.

პირველ ჯგუფში 12 გუნდი გახლდათ, მეორეში – 10. პლეი ოფში კი თითოეულიდან 4-4 საუკეთესო გავიდა. A ჯგუფში 21 მოგებითა და 1 მარცხით პირველ ადგილზე რუსთავი გავიდა. შემდეგ თანმიმდევრობით თსუ, ჰიუნდაი და სოხუმის კოლხა 2 მოდიან. B ჯგუფში ადგილები ასე განაწილდა: ვსა, თელავი, ვინგსი და გურჯაანის დელტა.

პლეი ოფში გუნდები ტრადიციულად, ჯვარედინი სისტემით დაწყვილდნენ. რუსთავი – გურჯაანი, ვსა – კოლხა, თელავი – ჰიუნდაი და თსუ – ვინგსი. სერიები 2 მოგებამდე გაგრძელდება. პირველ წყვილში სერია ორშაბათს გაიხსნა. რუსთავმა გურჯაანის დელტას უმასპინძლა და 98:69 (სტატისტიკა) სძლია. 

გამარჯვებულებს გიორგი ჯანგველაძემ ულიდერა 20 ქულითა და 19 მოხსნით. ორმაგ დუბლამდე მოხსნა დააკლდა ვაჟა კეჭაღმაძეს – 16 ქულა, 9 მოხსნა. 14 ქულა, 5 მოხსნა და 5 პასი ნიკოლოზ ჩქოთუას ანგარიშზეა. გურჯაანში 14 ქულა და 11 მოხხსნა ჰქონდა ლუკა კუჭუხიძეს. 

მეოთხედფინალური სერიების მორიგი მატჩები 4 აპრილს გაიმართება.